კარს მომდგარი კარმა
მეზობლებს ტიშსა და ოდრის მხოლოდ უბრალო ნაცნობობა აკავშირებდათ, ამიტომ როდესაც ერთხელ ოდრიმ ტიშს სთხოვა ერთი ღამით მისი სამი შვილი შეეფარებინა, ქალი ოდნავ გაოცდა. მაგრამ თავადაც ხუთი შვილის დედა იყო, ამიტომ მალევე დათანხმდა. მით უმეტეს რომ მეზობელმა აუხსნა, ის იძულებული იყო ღამე საავადმყოფოში გაეტარებინა გამოკვლევების ჩასატარებლად. იმ მომენტში ტიში ვერც კი აცნობიერებდა, რომ მალე მისი ცხოვრება კარდინალურად შეიცვლებოდა.
ოდრი სახლში განადგურებული დაბრუნდა. ექიმებმა მას კუჭის სიმსივნე დაუდგინეს , თანაც მეორე სტადიის! ამ უბედურებამ ქალები დააკავშირა. ტიში ყველანაირად მხარში ედგა ოდრის და ერთადერთ დასაყრდენად იქცა მარტოხელა დედის ცხოვრებაში. ოდრი აცნობიერებდა, რომ ცოტა დროღა რჩებოდა და ყველაზე მეტად სამი შვილის ბედზე ღელავდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, მან სთხოვა ტიშს და მის მეუღლეს, გამხდარიყვნენ მისი შვილების მეურვეები. ტიშმა, რომელიც ბავშვთა სახლში გაიზარდა, ყველაზე კარგად იცოდა, თუ რა ელოდათ ბავშვებს დედის გარდაცვალების შემდეგ. თანაც მას უკვე გაუჩნდა გრძნობები ოდრის შვილების მიმართ, ბავშვებიც დამეგობრდნენ.
მიუხედავად იმისა, რომ ტიშის ოჯახი არასოდეს გამოირჩეოდა ფუფუნებითა და დიდი შემოსავლით, თანაც მათი სახლი ძლივს იტევდა შვიდ ადამიანს, მათ გადადგეს გაბედული ნაბიჯი : ოდრის სიკვდილის შემდეგ იშვილეს მისი სამივე შვილი. ასე ორი ოჯახისგან გამოვიდა ერთი, მაგრამ დიდი ოჯახი. ახალმა მშობლებმა აყვანილი ბავშვები სიყვარულითა და მზრუნველობით მიიღეს, მხარში ედგნენ და უდიდესი სიკეთით ეპყრობოდნენ. მათმა შვილებმა კი უყოყმანოდ დაუთმეს ოჯახის ახალ წევრებს საკუთარი საწოლები, კარადები და აბაზანები. გადიოდა დრო, ბავშვები იზრდებოდნენ და ასეთ სივიწროვეში თავს არც ისე კომფორტულად გრძნობდნენ. სახლში პირად სივრცეზე საუბარიც ზედმეტი იყო, ზოგს სამზარეულოში ეძინა, ზოგს მისაღებ ოთახში…
ერთ მშვენიერ დღეს ტიშის კარზე დააკაკუნეს. ამ გმირი ქალის ისტორიის შეტყობის შემდეგ ადგილობრივმა ტელეარხმა გადაწყვიტა ოჯახისთვის სიურპრიზი გაეკეთებინა. ოჯახი დიდი ხანია გეგმავდა ერთი ოთახის ორ საძინებლად გადაკეთებას , ტელეარხმა ამაში დახმარება შესთავაზა.
რამდენიმე დღით ოჯახი სასტუმროში გადავიდა საცხოვრებლად, მათ სახლში კი სარემონტო სამუშაოები დაიწყო. რა თქმა უნდა მხოლოდ ერთი კედლის გადატიხრვით საქმე არ დასრულებულა : საუკეთესო დიზაინერები და ინჟინერები შრომობდნენ სახლისთვის ახალი ინტერიერის შესაქმნელად, რომელშიც ყველასთვის იყო ადგილი! როდესაც ოჯახი შევიდა საკუთარ სახლში, მათ ლაპარაკის უნარი დაკარგეს! თავიანთ ყველაზე გაბედულ ოცნებებშიც კი ვერ წარმოიდგენდნენ ამას! ბავშვები სიხარულისგან ტიროდნენ და ვერ იჯერებდნენ, რომ ეს მათი ახალი საძინებლები იყო. მშობლები აღფრთოვანებული იყვნენ ახალი სამზარეულო და მისაღები ოთახით. როგორ შეიცვალა მათი სახლი! მაგრამ ეს ყველაფერი არაა.
ტელეარხმა ოჯახს მთელი წლის საკმარი პროდუქტების სერთიფიკატი აჩუქა. 18 წლის შვილს კი გამოუყვეს ფული საკუთარი სახლის საყიდლად! როდესაც ამ შესანიშნავმა ოჯახმა გადაწყვიტა დაობლებული ბავშვების ოჯახში მიღება, მათ არ ამოძრავებდათ არანაირი პირადი ინტერესი, სწორედ ამ თავგანწირვამ გამოიწვია ხალხის ასეთი დამოკიდებულება მათ მიმართ! ჩვეულებრივი მოქალაქეებისგან და ქველმოქმედების დახმარებით მიიღეს მათ ეს ყველაფერი.
გაუზიარეთ ეს შთამბეჭდავი და გრძნობებით სავსე ისტორია თქვენს ნაცნობებს.