ფობიის სიმპტომები და დაავადების მიზეზები
ფობიის ძირითადი მახასიათებელია იმ სიტუაციის უარყოფა, უკუგდება, მისგან თავის არიდება, რომელიც მას (ფობიას) იწვევს. ამის გარდა, აკვიატებულ შიშს შეიძლება სხვა სიმპტომებიც ქონდეს:
1. ტაქიკარდია – გულისცემის აჩქარება. ავადმყოფები ხშირად ჩივიან რომ ეს-ესაა გული ამოუვარდებათ;
2. მოხრჩობის, ყელში წაჭერის, ჰაერის უკმარისობის შეგრძნება;
3. გაქვავების შეგრძნება, სისუსტე, სხეულის დაუმორჩილება, გონების დაკარგვის შეგრძნება;
4. ძლიერი შიში რაიმეს მიმართ, რაც იწვევს ფობიას;
5. სხეულის კანკალი ;
6. ცივი ოფლი;
7. კუჭის აშლა, გულისრევა, ტკივილი მუცელში.
დაავადების მიზეზები
ფობიის გამომწვევი ზოგადი, „საერთო” მიზეზი არ არსებობს. ხშირად ფობია იწყება ბავშვობიდან – ნეგატიური ემოციები, რომლებიც ადამიანმა ცხოვრების ადრეულ პერიოდში გადაიტანა, შემდგომში ამგვარად იჩენენ თავს.
როგორც წესი, ფობია ჩნდება რაღაც სტრესული სიტუაციების შემდეგ, რომლებმაც მტკივნეული გამოცდილება მოიტანეს.ფობიის ფსიქოლოგია ასეთია: ქვეცნობიერში ინახება კავშირი შიშის გამომწვევ მიზეზსა და იმ უარყოფით ემოციებს შორის, რომლებიც ადამიანმა გადაიტანა.
არსებობს მოსაზრება, რომ სტრესმა შეიძლება მოახდინოს ფობიების პროვოცირება ადამიანში, რომლსაც მშობლებისაგან მემკვიდრეობით გამოყვა ფობიების მიმართ მიდრეკილება.