ემოციების წრედი
ეს ტექნიკა საშუალებას იძლევა შეიქმნას “ემოციის არჩევანის არაცნობიერი წერტილი”. რაც სამუშაო სიტუაციებში სასურველი ემოციიის ავტომატურად ჩართვას გულისხმობს.
- ემოციების სია

ჩამოთვალეთ ის 7–12 ემოცია, რომლებიც ყველაზე გამოსადეგია სხვადასხვა სიტუაციებში. ეს სია უნდა შეიცავდეს როგორც დადებით, ასევე უარყოფით ემოციებს. (სიხარული, ბრაზი, ბედნიერება, შიში, გაკვირვება, აზარტი, რისხვა).
ჩამოწერეთ ისინი სხვადასხვა ფურცელზე და იატაკზე წრე შექმენით. შეარჩიეთ წრის ზომა ისე, რომ ფურცლებს შორის მანძილი 50-70 სანტიმეტრი იყოს.
2. ემოციების მაქსიმუმი
იარეთ წრეზე, რიგრიგობით დაადგით თითოეულ ფურცელს ფეხი და შეიგრძენით შესაბამისი ემოცია. ფურცელზე „ბრაზი“ მაქსიმალურად გაბრაზდით. შეგიძლიათ გაიხსენოთ სიტუაციები, როდესაც ძალიან გაბრაზებული იყავით ან უბრალოდ, გააძლიეროთ ემოცია.
3. მეორე გავლა
ხელმეორედ, მხოლოდ შედარებით სწრაფად გაიარეთ წრე, ისევ დადექით ფურცელზე და შეიგრძენით შესაბამისი ემოციები.

4. ინტეგრაცია
დააწყვეთ ყველა ფურცელი წრის ცენტრში. დადექით მასზე. მაქსიმალურად შეიგრძენით მდგომარეობა. დასვით მასზე „ნიშნული“. მომუჭეთ ხელი და მაგრად მოუჭირეთ .
5. ეკოლოგიური შემოწმება
ემოციების წრისგან შორს დადექით. დაფიქრდით, არსებობს თუ არა სიტუაციები, სადაც არ გსურთ არჩევანის ახალი წერტილი. თუ ასეთი სიტუაციები არსებობს, არ ჩადოთ მასში ახალი უნარები.
6. შესწავლა
მომავალში წარმოიდგინეთ მინიმუმ 10-დან 12 სიტუაცია სხვადასხვა კონტექსტიდან, სადაც გსურთ გქონდეთ არჩევანის ემოციის არაცნობიერი წერტილი. გონებაში გაიარეთ ეს სიტუაციები და მარცხენა მუშტს მაგრად მოუჭირეთ ანუ“ნიშნული” დადეთ არჩევანის წერტილზე. ახლა, მომავლის ამ სიტუაციაში, დააკვირდით საკუთარ თავს გვერდიდან. გქონდათ ახალი ემოციური არჩევანი ამ სიტუაციებში? თუ არა, გადადით მე –4 ნაბიჯზე.
ასევე შესაძლებელია, აღმოაჩინოთ რომ არჩევანის გაკეთების ადგილისთვის საჭიროა გარკვეული ემოციების დამატება. ამისათვის, ცენტრში დატოვეთ ემოციებისგან შედგენილი ფურცლები, დაამატეთ ახალ ფურცლებზე ჩამოწერილი განსხვავებული ემოციები და შეკარით წრე. გააკეთეთ ტექნიკა მე -2 ეტაპიდან. ინტეგრაციის ეტაპზე, უბრალოდ დაამატეთ ახალი ემოციები ძველებს.
მოდი IBEL აკადემიაში, შეისწავლე ქოუჩინგის მთავარი ტექნიკები და პარალელურად დაეუფლე პრაქტიკული ფსიქოლოგიის უძლიერეს და სწრაფ შედეგის მომცემ ტექნიკებსა და მეთოდებს!
სწავლა შესაძლებელია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან