დაუმსახურებელი დასჯის სინდრომი
დაუმსახურებელი სასჯელის განცდა ადამიანთა აბსოლუტურ უმეტესობას დაუფლებია ცხოვრების მანძილზე. ეს ის შეგრძნებაა, როცა გვიკვირს, თუ რატომ მოხდა ჩვენს ცხოვრებაში ეს არასასიამოვნო სიტუაცია, რატომ მიგვატოვეს, გვიღალატეს და აშ.
კარმა ეს არის მიზეზ შედეგობრივი კანონზომიერება და ის იქმნება არამხოლოდ ქმედებებით, არამედ ფიქრებით, სიტყვებით, ემოციებით. თითოეული ჩვენი ფიქრი, ემოცია, სიტყვა და ქმედება არის მარცვალი, რომელიც რაღაც პერიოდის შემდეგ აუცილებლად აღმოცენდება. ჩვენ უბრალოდ არ გვახსოვს, რა ვიფიქრეთ, რა ვთქვით, რა განვიცადეთ და როგორ მოვიქეცით. ხშირად ვერაფერს ვუკავშირებთ არსებულ რეალობას, ვერ ვხედავთ მიზეზს, თუ რამ გამოიწვია ეს კონკრეტული არასასიამოვნო შედეგი.
თუმცა, სამყარო მრავალგანზომილებიანია. მე თუ დღეს მეზობელზე ცუდი ვთქვი, შიოდა და არ ვაჭამე, შემეძლო და არ დავეხმარე, ხვალ, შეიძლება ქუჩაში, შემთხვევით, წავიქცე და ხელი მოვიტეხო, ან ფული დავკარგო, ან სამსახურში საყვედური მივიღო, ან შვილი გამიხდეს ავად. თითქოს რა კავშირშია მეზობელზე ცუდის თქმა და არ დახმარება ჩემი ხელის მოტეხვასთან, ან ის, რომ ფული დავკარგე, ან სამსახურიდან გამათავისუფლეს. რეალურად, ეს ყველაფერი კავშირშია. კარმის ერთ-ერთი კანონი, კავშირის კანონია, მას საზღვრები არ აქვს. ის მუშაობს ყველგან და ყველაფერზე. სწორედ ამიტომ ხშირად გვიჩნდება დაუმსახურებელი დასჯის სინდრომი, რადგან წარსულში ჩვენს ნამოქმედარს ვერ ვუკავშირებთ აწმყოს მოცემულობასთან. ეს წარსული კი შეიძლება იყოს როგორც დაბადებიდან დღემდე ჩადენილი ქმედება, ასევე წინა ცხოვრებაშიც განხორციელებული.
ადამიანი, რომელიც სხვას სიკეთეს უკეთებს, რეალურად საკუთარ თავს უკეთებს სიკეთეს. იგივეა სიბოროტის დროსაც. ყველა ჩვენი ქმედება ჩვენზე აისახება.
ალბათ გსმენიათ, სიკეთე გავუკეთე და ვერ დამიფასა, ვერ დაინახა. ამით, თქვენი ჩადენილი სიკეთე უფასურდება, რადგან, ესეიგი უანგაროდ არ აკეთებდით. საკუთარ თავს რომ საკვებს აწვდით ყოველ დღე, სანაცვლოდ თხოვთ ამ საკვებს უკან? როცა ერთი ულუფა საჭველი მიირთვით და ულუფა ცარიელია, თხოვთ საკუთარ თავს რომ ამოიღოს თქვენი სხეულიდან ეს ულუფა და ისევ თეფშზე დაგიბრუნოთ? იგივეა აქაც. რასაც სხვებისთვის აკეთებთ, აკეთებთ საკუთარი თავისთვის. გაეცი ერთი თეფში სიყვარული სხვებს, ესეიგი საკუთარი თავისთვის მიგიცია ეს სიყვარული.
ანგარება ნეგატიური კარმაა. რაცარუნდა კარგი საქმე გააკეთოთ, მაგრამ გააკეთოთ ანგარებით, ეს კარგი საქმე უფასურდება. აქ პოზიტიური კარმის მარცვალი აღარ არის. ის ანგარებამ გაანადგურა.
სწორედ ამიტომ, როცა ვერ ვუკავშირებთ საკუთარ წარუმატებლობას საკუთარ თავს, ვადანაშაულებთ სხვებს, იმიტომ, რომ სხვების დადანაშაულება უფრო მარტივია. ვადანაშაულებთ სამყაროს, ღმერთს. არადა, ყველაზე დიდი სიყვარულით სწორედ რომ უფასლ ვუყვარვართ და ნებისმიერი გამოწვევა და სირთულე ჩვენს ცხოვრებაში არის გაკვეთილი, რომ უფრო გავიზარდოთ, უფრო მეტი შევძლოთ და უფრო მეტი გაცნობიერება გვქონდეს.
ჩვენ არავინ გვსჯის. ჩვენ თვითონ ვსჯით საკუთარ თავს და ეს არ ვიცით.
ამიტომ, მნიშვნელოვანია ადამიანმა იცოდეს კარმული კანონები, რათა შეძლოს და დაინახოს, რას რა მოყვება, რა არის მიზეზი არსებული რეალობისა მის ცხოვრებაში. სანამ ადამიანს არ ექნება ეს გაცნობიერება, რთულია ცვლილებები და ისევ მარტივად რჩება დაუმსახურებელი დასჯის სინდრომი მასში.
აიბიელ აკადემია “კარმის” საკითხით დაინტერესებულ პირებს სთავაზობს ონლაინ პროგრამას “კარმული ვალისგან გათავისუფლება”
დეტალური ინფორმაციისთვის მოგვწერეთ ფეისბუქზე