იფიქრეთ მომავალზე
ლიდერის ამ თვისებას „მომავალზე ორიენტირებას“ ვეძახით. ლიდერები ფიქრობენ, რას შეიძლება მიაღწიონ და საით სურთ წარმართონ საკუთარი გზა.
ლიდერები ფიქრობენ რა სურთ და შეიძლება გააკეთონ მის მისაღწევად. კარგი ამბავი ისაა, რომ თუ მომავალზე დაიწყებთ ფიქრს, თქვენც ლიდერივით მოგიწევთ აზროვნება და ადრე თუ გვიან მიხვალთ იმ შედეგებამდე, რომელსაც ისინი იღებენ.ჰარვარდის უნივერსიტეტის პროფესორი, დოქტორი ედვარდ ბანფილდი ამტკიცებს, რომ 50 წლიანი კვლევის შედეგების მიხედვით „გრძელვადიანი პერსპექტივები და დაგეგმარება“ პირონული და პროფესიული წარმატების ყველაზე მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორია ცხოვრებაში.
ბანფილდმა „გრძელვადიანი პერსპექტივა“ განმარტა როგორც „შესაძლებლობა, იფიქრო წლების მანძილზე მომავალში და ამავდროულად იღებდე გადაწყვეტილებებს აწმყოში.“
ეს ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, რაც კი ოდესმე გაკეთებულა. უბრალოდ დაფიქრდით! რაც უფრო შორს იხედებით მომავალში, მით უფრო უკეთეს გადაწყვეტილებებს იღებთ აწმყოში, საბოლოოდ კი თქვენი მომავალი რეალობად იქცევა.
ბრაიან თრეისი