მიდიხართ კომპრომისზე – აკეთებთ იმას, რაც სურს სხვას.
მიდიხართ კომპრომისებზე – ცხოვრობთ სხვისი ცხოვრებით.
კომპრომისი – ზარალი და თავის მოტყუებაა, თანაც თავის მოტყუება შიშის გამო. შიშები შეიძლება იყოს სხვადასხვა, მათი საწყისი კი თითქმის ერთი და იგივეა, ისევე როგორც კომპრომისების შედეგები: ადამიანი ცხოვრობს არა საკუთარი ცხოვრებით, ისე, რომ ვერც კი იაზრებს, ვინ არის ის და რა სურს სინამდვილეში.
როცა კაცს ან ქალს, ოქროს ქორწილის აღნიშვნისას ეკითხებიან, თუ როგორ მოახერხეს, რომ ამდენი წელი ერთად არიან, ისინი ჩვეულებრივ პასუხობენ, რომ მოთმენა, შრომა და კომპრომისები ოჯახში მშვიდობის საფუძველია. ეს აბსურდია.
კიდევ, ზოგი კაცი ფიქრობს, რომ მოატყუეს მთელი მსოფლიო იმით, რომ იპოვეს კომპრომისი: ცოლი აუტანელია, სამაგიეროდ სისუფთავის მოყვარულია და გემრიელ საჭმელების კეთება უყვარს. თუ რამე, მას კიდევ ხომ გადასარევი საყვარელი ჰყავს. კომპრომისული ვარიანტი. ასეთ კაცებს არ ესმით, რომ ბედნიერება ის არის, ცოლი როცა გიყვარს და სახლში მისვლა მიგიხარია.
ზოგი ქალი ფიქრობს, რომ სულაც არაფერი, თუ კაცი არ მუშაობს, სამაგიეროდ ის კარგად იქცევა, წყნარად არის, აკეთებს ყველაფერს, რასაც სთხოვენ. არ ესმით, რომ ის ასე იქცევა შიშის გამო „ოღონდ ცოლმა არ იწიოკოს“ და ასე შემდეგ…
ხუთი ტიპიურო ამბავი მავნე კომპრომისების შესახებ
ამბავი პირველი
სულ არაფერი დარჩა ქორწილამდე, პატარძალი კი სულაც არ არის დარწმუნებული თუ როგორი დამოკიდებულება აქვს საქმროს მიმართ. ის იწყებს განხილვას. მე უკვე ოცდაათს კარგი ხანია რაც გადავაბიჯე და აქამდე არც ერთხელ არ ვყოფილვარ დაქორწინებული. ეს პირველი. მეორე, – მე უკვე ვხვდებოდი კაცს, რომელიც ძალიან მიყვარდა, განვიცდიდი, ღამეები არ მეძინა, ის კი არასერიოზულად მეპყრობოდა, ერთად ცხოვრებასაც კი არ მთავაზობდა, ეხლა კი დაქორწინებულია ვიღაც შეუხედავზე. საერთოდ, რა ჯანდაბად მინდა ისეთი სიყვარული? მესამე, – დედა გამუდმებით ჩამჩიჩინებს: „უყურე ეგრე არ დარჩე“. რა თქმა უნდა, მე ძალიან მეშინია იმის, რომ დავრჩები მარტო. და სულ მთავარი, მეგობრებო, მე მესმის, რომ ჩემი მომავალი ქმარი კარგი ადამიანია, რომელიც ასევე კარგი მამაც იქნება, და ცხოვრების სანდო მეგზური. სიმართლე თუ გინდათ, მე ის მიყვარს.
ამბავი მეორე, სამსახურის შესახებ.
გოგომ თითქმის წითელ დიპლომზე დაამთავრა МГУ-ს ფილოლოგიური ფაკულტეტი, ხოლო მუშაობს ხელმძღვანელის დამხმარედ ერთ პატარა ფირმაში. ლოგიკა ასეთია: კი, ხელფასი არც ისეთი დიდი მაქვს, სამსახურიც შორს არის, სფერო სულაც არ არის ის, რაზეც ვოცნებობდი როცა ვემზადებოდი გამოცდებისთვის რომანულ-გერმანულ განყოფილებაზე ჩასაბარებლად. ქვეყანაში ხომ კრიზისია! რამდენი სპეციალისტი ეძებს სამსახურს! სართოდ, სად გინახავთ მილიონერი ფილოლოგები? მე კი შვიდ საათზე უკვე სახლში ვარ და ეს დრო ჩემია. მართალია, უფროსი ხანდახან მძაბავს უქმეებზე. სამაგიეროდ გაგაგანია სამუშაო დღეს მაგიდის ქვეშ შემიძლაი გავერთო სამხატვრო ლიტერატურის კითხვით და ვისწავლო იტალიური. მთელი ცხოვრება მდივანი ხომ არ ვიქნები. იქნებ, ოდესღაც სხვადასხვა რესპექტაბელურ ვაკანსიებზეც გავაგზავნო ჩემი რეზიუმე
ამბავი მესამე, მეგობრების შესახებ.
პირადი ურთიერთობებისგან თავისუფალი(მარტოსული), ადამიანი, რომელსაც არ ჰყავს მეგობრები – ადამიანები, რომლებიც მისთვის სულიერად ახლოს იქნებიან. ასე გამოვიდა. ის მოიხმარს იმ სასმელებს, რომელიც მასზე ცუდად მოქმედებს, ცუდად გრძნობს თავს იმ ადამიანების კომპანიაში, რომელნიც მას, სინამდვილეში არც კი აინტერესებს.
ანამნეზი: მე მყავს ბიჭბუჭების კომპანია, რომელთანაც არც ისე ხალისიანად გამყავს დრო, რადგანც ისინი გამარჯობის მაგივრად სმას იწყებენ. როცა დათვრებიან, იწყებენ ქალებზე და ფეხბურთზე ლაყბობას და ამასობაში კი მე მგონია, რომ ისევ პიონერთა ბანაკში ვარ. მაგრამ, რა ვაკეთო თუ გავწყვეტ მათთან კავშირს? ვიჯდე ტელევიზორის წინ სრულ მარტოობაში? მე იმდენად ცხადად წარმოვიდგენ ამას, რომ პირდაპირ მაძაგძაგებს. ამიტომაც, როცა ისინი მირეკავენ და მეუბნებიან „ ვხდებით რვაზე, როგორც ყოველთვის..“ , მე ვპასუხობ, რომ უკვე ვიცვამ.
ამბავი მეოთხე. რომაული არდადეგების შესახებ.
ცოლი, ბავშვები, სამსახური. ძალიან ფულიანი არ მეთქმის, მაგრამ ისე ვარ, რომ მყოფნის. და მიუხედავად ამისა, მოგზაურობა, რომელზეც მთელი ცხოვრება ვოცნებობ, დღის წესრიგში არც კი დგას. კაცი გრძნობს თავს არც ისე ბედნიერად, მაგრამ იცის როგორ დაუგდოს ყური გონებას და ამით ძალიან ამაყობს.
რაც ჩემი თავი მახსოვს სულ ვოცნებობდი მემოგზაურა რომში და ვენეციაში. ვფიქრობდი, როგორც ვიშოვიდი ფულს მაშინვე ვიყიდდი ბილეთს და ჰერი ჰერი. მაგრამ, ამის მაგივრად უკვე 12 წელია დასასვენებლად მივემგზავრები ოჯახთან ერთად ხან ეგვიპტეში დან ხან თურქეთში. რადგანაც ევროპა ისეთი ძვირია , არც კი იცი, თუ მოახერხებ საერთო დასვენებას. აქ კი All inclusive: ჭამე, სვი რამდენიც ჩაგივა, მომსახურება, ზღვა და კიდევ ეკსკურსიები სხვადასხვა ისტორიულ ადგილებში. ეგვიპტის პირამიდები – რა თქმა უნდა, რომის კოლიზეუმი არ არის, სამაგიეროდ მსოფლიოს შვიდი საოცნებათაგან ერთი -ერთია. გადავიღე სურათი მათ ფონზე და განვათავსე სოც.ქესელში.
ამბავი მეხუთე. მშობლების შესახებ.
როცა 40-50 წლის ასაკში ადამიანი აღმოაჩენს, რომ ცხოვრებამ განვლო, მან კი ბედნიერება ვერ ჰპოვა, ის ეძებს დამნაშავეს. „ახვევს უკან“ და აღმოაჩენს, რომ დამშავეები მშობლები არიან. 5 კლასამდე მეხანძრე მინდოდა ვყოფილიყავი, მერე არაფერი მინდოდა, 15 წლიდან კი МГУ-ში ვოცნებობდი სწავლას, ისტორიული ფაკულტეტი მომწონდა, აზიის და აფრიკის ინსტიტუტი. ვემზადებოდი, და მგონია, რომ შევძლებდი გამოცდების ჩაბარებას. მაგრამ, მამამ ტონით, რომლის მიხედვით მიხვდებოდით, რომ ის წინააღმდეგობას ვერ აიტანდა, მითხრა, რომ ჩემი შესაძლებლობებით „ოდნავ საშუალოზე მაღალით“ იქ მოხვედრაზე არც კი უნდა მეფიქრა. მოდი სიტუაციას ფხიზლად შევხედოთ და ჩავაბაროთ საბუთები იმ ინსტიტუტში, სადაც გამსვლელი ქულა რეალურია. ხოდა მეც ჩავაბარე. ვსწავლობდი ისე რა, მუდამ ვეძებდი გზებს, როგორ მეშოვა ფული, ამჟამად ვვაჭრობ კომბინირებული პროდუქტებით და მშურს ჩემი მდივნის. აი მან კი დაამთავრა МГУ და როგორ კარაბას-ბარაბასმა თქვა ცნობილ ანეკდოტში „აი ასეთ თეატრზე არ მიოცნებიაო…“
რა არის მათი პრობლემა?
ეს წვრილმანები არ ირკვევა დასაწყისში, არამედ როცა ადამიანი მიდის ფსიქოლოგთან უკვე დიდი ხნის დეპრესიით, ჩივილებით მოტივაციის დაკარგვაზე, ოჯახში და სამსახურში არარეალიზირებულობაზე. უნდა ითქვას, რომ აღწერილი ქცევის მოდელები დამახასიათებელია არა მხოლოდ რუსი მოქალაქეებისათვის. ეს კი უნდა ითქვას, ზოგადსაკაცობრიო პრობლემაა, რომლის ფესვები სათავეს ბავშვობაში იღებს.
მშობლები, რომლებიც შვილებს ხელს არ უწყობენ და არ ითვალისწინებენ მათ სურვულებს, აიგნორებენ მათ სურვილებს, ძალიან აშავებენ. შესაძლოა, რომ ისინი თავად მუშაობდნენ არასასურველ სამსახურში და დაქორწინდნენ შეიძლება სულაც შემთხვევით, და სახლშიც შეიძლება ერთმანეთს სითბოს არც კი ანახებდნენ, მათვის უცხო იყო ჩახუტება, ბავშვებმა კი ეს დეპრესული დგომარეობა შეითვისეს, რუტინა, ზოგადი დაუკმაყოფილებლობა საკუთარი თავით და ცხოვრებით.
„სად მიძვრები?“, „ხელი გაუშვი“, „რა მოუხერხებელი ხარ“ , „ბავშვი კი არა კატასტროფა ხარ“, „ბავშვი კი არა სრული იმედგაცრუება ხარ“, „იქ არ წახვიდე“, „იქ მითუმეტეს არ წახვიდე“ (გაგრძელება უსასრულობამდე შეიძლება) და მსგავსი დამახასიათებელი წარმოთქმები კლავს პატარა ადამიანში რწმენას საკუთარ ძალებში, სამუდამოდ უნერგავს შფოთვის და შიშის გრძნობას , და რწმენას, რომ მას არაფერი გამოუვა – მას არც ტვინი და არც ნიჭი არ ეყოფა. აქედან დასკვნა: უნდა წახვიდეთ კომპრომისზე საკუთარ თავთან და სხვებთან თქვენს გარშემო. გამოდის, უნდა იცხოვრო არა ისე, როგორც გინდა, არამედ ისე, როგორც გიხერხდება. ეს კი საშინელებაა.
ბავშვი ,რომელსაც ბავშვობიდან ესმის: „შეჭამ იმას, რაც მოვამზადე“, „ჩაიცმევ იმ მაისურს, რომელიც მე და დედამ გიყიდეთ“ , „გაემგზავრები ბანაკში, რომელიც ჩვენ შენთვის ავარჩიე. ჩვენ ხომ ფულს ვიხდით!“ ,- დროთა განმავლობაში რწმუნდება თავის არასრულფასოვნებაში. ხოლო ზრდასრულობაში, როცა ის არჩევანის წინ დგება, კომპრომისულ გადაწყვეტილებებს იღებს:
მას არ აქვს საკუთარი თავის რწმენა, მას არ სწამს ასევე გარშემომყოფების მხარდაჭერის. მას საერთოდ არ აქვს წარმოდგენა, თუ რა არის ეს და სად უნდა ეძებოს ეს მხარდაჭერა. და კიდევ, მას ეშინია.
არსებობს ასეთი ჭკვიანური მეთოდი გაწონასწორებული გადაწყვეტილების მიღების, როცა ფურცელი იყოფა ორად, ერთ მხარეს იწერება პლიუსები, მეორე მხარეს – მინუსები ამათუ იმ არჩევანის სასარგებლოდ და საწინააღმდეგოდ. მე ამ მეთოდის წინააღმდეგი ვარ. ამ მეთოდს მიმართავენ ადამიანები ღრმა შინაგანი კონფლიქტით. ხოლო არჩევანის გაკეთებისას ისინი ამ კონფლიქტისგან სულაც არ თავისუფლდებიან. პლიუსების და მინუსების სანაქებო სია შინაგანად აქვთ გამოკიდებული, რითაც პროვოცირებენ ნევროზს, ხოლო თავის არჩევანში ისინი მაინც მერყეობენ.
მე არც იმ მეთოდის მომხრე ვარ, როცა ფსიქოლოგი არჩევს წყვილის პრობლემებს და მათთან ერთად ეძებს კომპრომისის შესაძლებლობებს. დარწმუნებული ვარ, რომ ქმარი უნიტაზის სახურავს არ ასწევს იმის სანაცვლოდ, რომ ცოლი არ ეწეოდეს სამზარეულოში (და ასევე იმიტომ, რომ მას ფსიქოლოგმა სთხოვა).
წყვილს აქვს შანსი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ქმარი აწევს სახურავს მხოლოდ იმიტომ, რომ მას ცოლმა სთხოვა, მას კი ცოლი ძალიან უყვარს და რა უნდა გააბრაზოს. და არა იმიტომ, რომ ცხოვრება კომპრომისებისგან შედგება.
რა გააკეთოთ?
– გადაწყვეტილებების მიღების დროს პირველ რიგში იხელმძღვანელეთ კრიტერიუმებით “მინდა – არ მინდა”, და სულ ბოლო ვარიანტად კი „ასე სწორია“ მოიტოვეთ.
ორიენტაცია გქონდეთ თქვენს სურვილებზე, ინტუიციაზე, შინაგან გრძნობაზე. არანაირი რაციო.
– ყველაზე მთავარი. შეეცადეთ საკუთარი ძალებით გააკეთოთ ის, რაც არ მოხდა თქვენს თავს ბავშვობაში: შეიყვარეთ საკუთარი თავი.
– არასდროს და არავისგან არ მოითმინოთ ის, რაც თქვენთვის არ არის სასიამოვნო. უმალვე თქვით, თუ რამე არ მოგეწონათ. ასწავლეთ ეს საკუთარ თავს. ნებისმიერი კომპრომისი გაიძულებთ აკეთოთ ის, რაც თქვენ არ გსურთ და არ გიყვართ, ანუ ეს ყველაფერი გხდით უბედურს.
თუ ის პატარძალი უარს იტყვის ეჭვებზე, პატივისცემით და სიყვარულით განეწყობა საკუთარი თავის და გრძნობების მიმართ, ის აუცილებლად იპოვნის ოცნების კაცს და იქნება ბედნიერი.
თუ ხელმძღვანელის დამხმარე ირწმუნებს, რომ მისი შესაძლებლობებით მას შეუძლია იყოს რეალური კანდიდატი საოცნებო ვაკანსიის შოვნაში, მაშინ ის მას მიიღებს. და არაერთს.
თუ კაცი ერთხელაც დატოვებს ბარს, თავის კომპანიას და შეუდგება პიროვნულ განვითარებას, გააკეთებს იმას, რაც მას სინამდვილეში აინტერესებს, წავა იქ, სადაც უნდა რომ წავიდეს, რა თქმა უნდა შეხვდება ახალ მეგობრებს და დაქორწინედება კიდევაც სიყვარულით.
ხოლო კომბინრებული საკვების კომპანიის ხელმძღვანელი კი შეიყვარებს საკუთარ თავს, მიხვდება რომ რომ 50 წლის ასაკშიც კი არ არის გვიანი გამოვიდეს ისტორიკოსი და მოახდინოს თვითრეალიზირება იმ საქმეში, რომელიც მას სიხარულს ანიჭებს.
ეს ასე მუშაობს. ვიტყოდი რომ , მხოლოდ ასე მუშაობს. ადამიანები, რომლებიც საყვარელი საქმით არინ დაკავებულნი, გრძნობენ დრაივს და გაწეული სამსახურისგან სიამოვნებას იღებენ.
კომპრომისია ის, როცა თქვენ აკეთებთ იმას, რისი გაკეთებაც არ გსურთ. ამაში არის მთელი ტრაგედია. რადგანაც ადამიანი ბედნიერია პირად ცხოვრებაში და ეფექტიანი სამსახურში მხოლოდ მაშინ , როცა აკეთებს იმას, რაც მას უყვარს.
ავტორი: მიხაილ ლაბკოვსი
თარგმნა: ნუცა სპარსიაშვილმა