ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ!
ყველას ყველაფერი უნდა ვაპატიოთ!
-რატომ?
– იმიტომ რომ დარჩეთ სუფთა ადამიანად სუფთა ფიქრებით….
-და თქვენ არ გწყინთ როდესაც ასე გექცევიან?
-დიახ მწყინს, უპირველეს ყოვლისა მე ქალი ვარ, მეორე რიგში კი მე მესმის, რომ მეც ვარ დამნაშავე, საბოლოო ჯამში კი ვცდილობ ბევრი არ ვიფიქრო ამაზე და გადავერთო რამე უფრო პოზიტიურსა და კარგზე.
-კარგზე რაზე ფიქრობთ?
-იმაზე, რომ სიბერეში, როდესაც უკვე შვილიშვილები მეყოლება, გავაცნობიერებ, რომ ამაოდ არ ვითმენდი და ვპატიობდი…
რა თქმა უნდა! რა უნდა იყოს ცხოვრების განადგურებაზე მშვენიერი, „ტკბილი“ სიბერის სანაცვლოდ, რომლამდეც, სხვათაშორის, ყველა ვერც აღწევს.
იმას, რაც ზემოთ არის აღწერილი, რთულია პატიება ვუწოდოთ. ეს ადაპტაციისა და შეჩვევის ნაირსახეობა უფროა.
პატიება სიტყვიერად არ ხდება, პატიება იწყება საკუთარი კომფორტის შეგრძნებით, როდესაც აღარ გაქვთ მტკივნეული ურთიერთობა მასთან, ვისაც უნდა აპატიოთ.
პატიება იწყება მომენტში, როდესაც თქვენ შეწყვეტთ საკუთარი ქცევით გამოწვეული სხვისი რეაქციების შემოწმებას, შეჯიბრს ან რაღაცის მტკიცებას საკუთარი თავის ან სხვების მიმართ. პატიება არ მოდის დამანგრეველი გრძნობების ჩვენში ჩაკეტვით, არამედ საკუთარი სიცოცხლის , მიზნებისა და ყოველი დღის ღირებულების გაცნობიერებით!
ანა იოტკო