პარეტოს პრინციპი 80/20
ეს მარტივი წესი გვეხმარება მივიღოთ უფრო ეფექტური გადაწყვეტილება. ისეთი გადაწყვეტილება, რომელიც ნაკლები ძალისხმევით მეტ ეფექტს მოახდენს.
ეს წესი კარგად გამოიყენება ისეთ სიტუაციაში, სადაც საჭიროა მრავალი შესაძლებლობიდან ერთის არჩევა.
მას საფუძვლად უდევს პარეტოს პრინციპი, რომელიც შემდგომში მდგომარეობს: „თუ ყველაფერს განვალაგებთ მათი ღირებულებების მიხედვით, მაშინ 80% ღირებულებებისა მოდის საგნებზე, რომელნიც საერთო რაოდენობის 20%-ს შეადგენენ, მაშინ, როცა 20% ღირებულებებისა მოდის საგნებზე, რომელნიც საერთო რაოდენობის 80%-ს შეადგენენ.“
როგორ გამოვიყენოთ?
შეადგინეთ სია. ჩამოწერეთ ყველა თქვენი ალტერნატივა. თუ ბევრი პუნქტი გამოგივიდათ, მაშინ მსგავსი პუნქტები ჯგუფებად გააერთიანეთ.
შეაფასეთ ალტერნატივები. ყოველ პუნქტს (ან ჯგუფს) დაუწერეთ ნიშანი. ეს ნიშნები ალტერნატივების ხასიათისდა მიხედვით განსხვავებულები იქნებიან. მაგალითად, თუ თქვენი გადაწყვეტილება ფინანსებს ეხება, თქვენ უმჯობესია მოგება გამოიყენოთ ამგვარ ნიშნად. თუ თქვენ ირჩევთ ამ კვირაში შესასრულებელ საქმეებს, მაშინ უმჯობესი იქნება მათ მნიშვნელობის მიხედვით მიანიჭოთ ანბანის ასოები. (საქმე ა, საქმე ბ, საქმე გ…).
აირჩიეთ პრიორიტეტული 20%. ყველაზე მაღალი ნიშნის მქონე საქმე მოგიტანთ ყველაზე მეტ სარგებელს. დანარჩენი ალტერნატივები დაივიწყეთ, რადგან ისინი ბევრ დროს წაგართმევენ და ნაკლებ სარგებელს მოგიტანენ.
წყარო: http://b2p.ge