ადამიანის არჩევანი 7 საფეხურის მიხედვით
შამანები ამბობენ, რომ ყოველი ადამიანი ცხოვრების მეგზურსა და პარტნიორს ირჩევს 7 საფეხურის მიხედვით.
ყველაზე პრიმიტიული საფეხურია-გადარჩენა: ვიღაც, ვის ერთადაც ჩვენ გვიადვილდება არსებობა და ოჯახის უსაფრთხოების შენარჩუნება. ამ დონეზე ბევრი წყვილი დაეშვება ხოლმე, მათი სიყვარული ფერმკრთალდება, ერთმანეთის მიმართ ინტერესი ქრება, ისინი მხოლოდ შვილების გამო ცხოვრობენ ერთად.
მეორე დონე- ვნება. ასეთი შეიძლება ნებისმიერი ადამიანი იყოს, ვინც სექსუალურად გვიზიდავს.
მესამე დონე-საერთო ინტერესები. ეს არის ადამიანი, რომელთანაც არა მხოლოდ სექსი მოგვწონს, არამედ გვაქვს საერთო ინტერესები და საერთო ღირებულებები, თუნდაც მატერიალური დაინტერესება.
მეოთხე დონე-გრძნობები. ეს არის წყვილი, რომელიც იქმნება გულის კარნახით, ან როგორც ისინი თავად უწოდებენ ამას- სიყვარულით. ბევრ ადამიანს ჰგონია, რომ მსგავსი ურთიერთობა არის ყველაზე ამაღლებული და ბოლო საფეხური, თუმცა ეს ასე არ არის.
მეხუთე დონე-ერთობლივი გამოხატვა. ასეთ ურთიერთობებში ორი ადამიანი არა მხოლოდ შეყვარებულია ერთმანეთზე, არამედ მათ აქვთ უნარი დაკავდნენ საერთო საქმით, შექმნან ხელოვნება, გამოხატონ საკუთარი თავი.
მეექვსე დონე-განვითარება. ეს არის საერთო გზა. ყველა ჩვენგანს აქვს საკუთარი გზა და ცხოვრებისეული დანიშნულება. როდესაც ჩვენ ვირჩევთ ადამიანს, რომელთანაც გვაქვს საერთო ცხოვრებისეული ამოცანები და მასთან ერთად ამოვხსნით მათ, ეს კიდევ უფრო ამარტივებს ცხოვრებისეული გაკვეთილების გააზრებას.
მეშვიდე დონე -ეს არის სულიერი დონე. ხდება სულიერ დონეზე გაერთიანება. როგორც უძველესი გამოთქმა ამბობს : „არ არსებობენ მტრები და მეგობრები, არსებობენ მხოლოდ მასწავლებლები.“ როდესაც ჩვენთვის ცხადი ხდება ყველა ის გაკვეთილი, რომელიც ჩვენი ცხოვრების განმავლობაში არსებული ნებისმიერი ურთიერთობისგან მივიღეთ, გული გვევსება უდიდესი მადლიერებით ყველა იმ პარტნიორისა და ურთიერთობის მიმართ, ვინც ჩვენი ცხოვრების მონაწილე იყო.