სოციალური ქსელი დედების პანიკას ემსახურება
დიდი ხანია ეს მოვლენა – საცოდავი, ავადმყოფი და დასახიჩრებული ბავშვების ფოტოები და პოსტები დახმარების თხოვნით, და ხალხის “ვითომ დახმარება”, “ფსევდო დახმარება” – ასეთი პოსტების უკონტროლო გაზიარებით.
მაწუხებს განა იმიტომ, რომ სუსტი გული მაქვს, არამედ იმიტომ, რომ ვიცი, ამ პოსტების ნახვარი აფერისტების შექმნილია, მეორე ნახევარი კი ვადაგასულია!
გახსოვდეთ: ერთადერთი რამ, რასაც ამ გაზიარბით აკეთებთ – ახალგაზრდა დედების პანიკას, შიშს და ნევროზს იწვევთ!!!
იცით რამდენ “სუსტი ნერვების” მქონე ახლგაზრდა ქალს მოუმართავს ჩემთვის, ნევროზით და შიშებით, რომლებსაც აი ასეთი პოსტები უმძიმებენ ფსიქიკურ მდგომარეობას?!
რომლებიც ასეთი პოსტის ნახვის შემდეგ, თავისი შვილის სავარაუდო საფრთხეზე ფიქრით კინაღამ ჭკუიდან გადადის?! და სამყაროს რეალიზაციისა და ვიზუალიზაციის კანონის თანახმად, ამ ფიქრებით, ადრე თუ გვიან, მოიზიდავს კიდეც ამ უბედურებას…
ამიტომ მოგიწოდებთ: გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ნერვებს! ვთესოთ და გავავრცელოთ პოზიტივი და გავუწიოთ ერთმანეთს რეალური და არა ვირტუალური დახმარება!!!
თუკი ნამდვილად დახმარება გვინდა, გაზიარების ნაცვლად, აი რა უნდა გავაკეთოთ:
1. გადავმოწმოთ პოსტის აქტუალურობა და რეალობა, რამდენადაც შესაძლებელია
2. გადავრიცხოთ თანხა, რაც შეგვიძლია, თუნდაც 1 ლარი
3. მხოლოდ თანხის ჩარიცხის შემდეგ, გვეძლევა გაზიარების მორალური უფლება
4. გაზიარებისას დავურთოთ ტესქსტი, რომ მე ჩავრიცხე და გთხოვთ თქვენც გამოჩინოთ გულუსხმიერება
5. აუცილებლად დათაგეთ კონკრეტული ადამიანები, ვისაც მიმართავთ ამ თხოვნით, “ჰაერში გასროლილ”, უმისამართო სიტყვებს არანაირი წონა და ზემოქმედება არ აქვთ
6. უმჯობესია პირადადაც მიწეროთ იგივე თხოვნით იმ თქვენს მეგობრებს, რომელთა დახმარების იმედიც გაქვთ.
გახსოვდეთ!!!
ასეთი პოსტებით არავის არ ვეხმარებით. უბრალოდ ინტერნეტ სივრცეს ვანაგვიანებთ ნეგატივით…
სიყვარულით,
ინგა ბლესსი