რა არის ICF?
ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია (ICF) არის ქოუჩინგის წამყვანი გლობალური ორგანიზაცია. ICF ეძღვნება ქოუჩინგის პროფესიის წინსვლას მაღალი სტანდარტების დაწესებით, დამოუკიდებელი სერტიფიცირების უზრუნველყოფით და ქოუჩინგში გადამზადებული პროფესიონალების მსოფლიო ქსელის შექმნით.
ICF აღიარებულია ქოუჩინგის პროფესიონალთა შორის მთელ მსოფლიოში და მისი მიზანია
- ქოუჩინგის ძირითადი კომპეტენციების განვითარება
- პროფესიული ეთიკისა და სტანდარტების კოდექსის ჩამოყალიბება
- საერთაშორისოდ აღიარებული აკრედიტაციის პროგრამის შექმნა
- ინსტრუქციების დადგენა ქოუჩინგის სპეციფიური სასწავლო პროგრამების აკრედიტაციის გზით
- უწყვეტი განათლების უზრუნველყოფა მსოფლიო დონის ღონისძიებების, პრაქტიკის თემების (CPs) და არქივირებული სწავლების მეშვეობით
- ქოუჩინგის მომავლის შესახებ საუბრების წარმართვა და ინფორმირება.
-
რა არის ქოუჩინგი?
ICF განსაზღვრავს ქოუჩინგს, როგორც კლიენტებთან პარტნიორობას აზროვნების გამომწვევ და კრეატიულ პროცესში, რომელიც შთააგონებს მათ მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი პირადი და პროფესიული პოტენციალი. ქოუჩინგის პროცესი ხშირად ხსნის წარმოსახვის, პროდუქტიულობისა და ლიდერობის ადრე გამოუყენებელ წყაროებს.
ჩვენ ყველას გვაქვს მიზნები, რომელთა მიღწევაც გვსურს, გამოწვევები, რომელთა გადალახვას ვცდილობთ და დრო, როდესაც თავს ჩავარდნილად ვგრძნობთ. ქოუჩთან პარტნიორობამ შეიძლება შეცვალოს თქვენი ცხოვრება, დაგაყენოთ უფრო დიდი პირადი და პროფესიული რეალიზაციის გზაზე.
შეისწავლით:
- რა არის ქოუჩინგი და რით განსხვავდება სხვა მეთოდებისაგან
- მიიღებთ ცოდნას, გამოცდილებას და საკუთარ თავზე მუშაობის შედეგად ცხოვრების დონის გაუმჯობესებას.
- ქოუჩინგური თანაშეწყობები
- კლიენტთან კონტრაქტირების ფორმებს. სესიის ჩატარების სტუქტურასა და ეთიკის ნორმებს.
- ცხოვრების სხვადასხვა სფეროების განსაზღვრა და ანალიზი
- ქოუჩინგის კომპეტენციები და პრესუბპოზიციები
- დაგეგმარება და დროის მენეჯმენტის განსაზღვრა
- ქოუჩისთვის საბაზისო ინსტრუმენტების შესწავლა
- მოსმენის დონეები და შესაბამისი ინსტრუმენტები
- მიზნების ფორმულირება
- კონტრაქტირება და სესიის შედეგების დაზუსტება
- ინსტრუმენტები დასახული მიზნების მისაღწევად
- სწორი კითხვების დასმის ხელოვნება
- ქოუჩის იმიჯი და რეპუტაცია.
- მიზნის შეფასების სამ ძირითად კრიტერიუმს და მათ გამოყენებას სესიაში
- მიზნის შემადგენელი ნაწილების განსაზღვრას და ძირითადზე ფოკუსირების სისტემას
- კლიენტის მოტივირების ინსტრუმენტებს მიზნისკენ სამოძრაოდ.
- ტექნიკას არსებული მოსაზრებებისა და იდეების სისტემატიზაციისთვის.
- აითვისებთ ინსტრუმენტს ცვლილებების რეალიზებაში წარუმატენლობის დიაგნოსტიკისთვის.
- მიიღებთ ინსტრუმენტს ქოუჩის თვითგადამოწმებისა და ზრდისათვის.
- დროის მენეჯმენტისა და პრიორიტეტბის გადანაწილების ტექნიკებს.
- შეისწავლით დროის აღმის თეორიას.
- გაიგებთ თუ როგორ დაეხმაროთ კლიენტს თვალთახედვის კუთხის გაზრდაში
- გაიგებთ თუ როგორ შეიძლება ქოუჩის თვითპრეზენტაციის გამოყენება კლიენტის მზაობის შესამოწმებელად.
- გაეცნობით “ქოუჩებილითის“ დონეებს.
- მიიღებთ მოტივაციის კითხვარს.
- ისწავლით მოქმედების დიზაინს.
- მიიღებთ კლიენტთან მუშაობის სქემას.
კურსი აკრედიტირებულია ICF (ქოუჩინგის საერთაშორისო ფედერაცია)-ის მიერ
კურსის ფარგლებში მოსანიჭებელი კრედიტების რაოდენობა: 36
ლექციების რაოდენობა: 44
კურსის ავტორი: Inguru (ინგა გოჩელეიშვილი)
ფსიქოლოგი
ICF წევრი
PCC ქოუჩი
ეზოთერიკოსი
ენერგოტრენერი სერტიფიცირებული RPT თერაპევტი
მაბ ოსტატი/ტრენერი
პრაქტიკა 2006 წლიდან
განათლება:
კულტურის სახელმწიფო ინსტიტუტი (მოსკოვი, რუსეთი) სპეციალობა – ფსიქოლოგი;
კონსტანტინე დოვლატოვის ქოუჩინგის სკოლა (მოსკოვი, რუსეთი);
„სულიერი ინტეგრაცია“ (მოსკოვი, რუსეთი);
ქოუჩინგის საერთაშორისო აკადემია (აშშ)
რეპუტაციის ტექნოლოგიების ინსტიტუტი არტ-იმიჯი (მოსკოვი, რუსეთი)
სპეციალობა – იმიჯ მეიქერი;
ბიზნეს დაგეგმარების კურსები CAC (თბილისი, საქართველო);
ქალური პრაქტიკების ტრენერის კურსი (ბალი, ინდონეზია);
ინფობიზნესის კურსები (ბალი, ინდონეზია)
100-ზე მეტი სამომხმარდბლო კურსის წამყვანი და ავტორი
წამყვანი და ავტორი პროფესიის შემსწავლელი კურსებისა:
ტრანსფორმაციული ქოუჩინგი
ქოუჩინგის საფუძვლები
MPT კონსულტანტი
მაბ კონსულტანტი
მაბ ოსტატი
ენერგო ტრენერი
კაიძენ დაგეგმარება
ემოციონალური ინტელექტი
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა English
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ