სურვილების ვიზუალიზაციის რუქა ძლიერი ინსტრუმენტია დასახული მიზნის მისაღწევად.
გზა წარმატებისკენ, ბედნიერების, სიმდიდრისა და მრავალი სხვა სიკეთისკენ იწყება იმით,
რომ სწორად განვსაზღვროთ და წარმოვიდგინოთ ჩვენი სურვილები და მიზნები.
სურვილების რუქის მეშვეობით ჩვენ საკუთარი ცხოვრების ჯადოქრები ვხდებით.
საქმე იმაშია, რომ ყველაფერი ემორჩილება მკაცრ ფსიქოლოგიურ მეცნიერებას:
ჩვენი მიზნები უნდა გამოვსახოთ ვიზუალურად ნახატებისა და სიმბოლოების სახით.
ადამიანი დაფიქრდება საკუთარ სურვილებზე, ფორმულირებას უკეთებს მათ,
ანაწილებს ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს და თუკი ეს ყველაფერი ნამდვილად მნიშვნელოვანია,
სასწაული ხდება!
ჯერ კიდევ უძველეს დროში ადამიანებს ესმოდათ უმარტივესი ჭეშმარიტება :
ყველაფერი, რასაც გონებით მოვიფიქრებთ, შესაძლოა გახდეს მატერიალური,
თუ სწორად მივუდგებით და გავანაწილებთ ენერგიას.
უფრო მარტივად რომ ვთქვათ, ნებისმიერი იდეა და ფიქრი შეიძლება ვაქციოთ რეალობად,
თუკი გვეცოდინება მასზე ზემოქმედების წესები. ზუსტად ამისთვის ქმნიდნენ ადამიანები უხსოვარი დროიდან
მაგიურ ფორმულებს, შელოცვებს, პირველ სურვილების რუქის ვარიანტებს.
ვიზუალიზაციის რუქა არის კოორდინატების რთული სისტემა, რომელიც მიმართულია პიროვნების ცხოვრებისეული
მისწრაფებებისკენ, მათი ფიქსაციისა და რეალობად ქცევისკენ,
სულიერი და ფიზიკური სფეროების დახმარებით.
ადამიანები, რომლებიც ფლობდნენ ცოდნას ვიზუალიზაციის რუქის შესახებ, მუდამ იყვნენ განთქმულები და
წარმატებულები, ჰქონდათ ფინანსური სტაბილურობა, კარიერული წინსვლა, პროფესიული მიღწევები,
გამარჯვებები სასიყვარულო ფრონტზე და წარმატება ყველაფერში, რასაც კი ისურვებდნენ.
ვიზუალიზაციის რუქას არავისთვის გაუცრუებია იმედი.
ისტორიის იმ პერსონაჟებს სია, რომლებიც იყენებდნენ რუქის მეთოდს საკმაოდ დიდია.
ის, რომ ჩვენი ფიქრები, მიზნები და ოცნებები მატერიალურია – უკვე აღარ ექვემდებარება ეჭვს და სრული ჭეშმარიტებაა.
ჩვენს ფიქრები ადრე თუ გვიან ხდება, ამიტომ ჩვენს ფიქრებს სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ!
ჩვენ გთავაზობთ ამ განსაკუთრებული თვისების თქვენს საკეთილდღეოდ გამოყენებას „სურვილების რუკის” მეშვეობით
საქმე იმაშია,
რომ როდესაც ჩვენ გვეკითხებიან ჩვენ სურვილებსა და ოცნებებზე,
ჩვენ ვიწყებთ იმის ჩამოთვლით, რაც პირველი გვაფიქრდება, თუმცა ამას არანაირად არ შეუძლია
ნამდვილი ბედნიერება მოგვანიჭოს. როდესაც ვოცნებობთ უფრო წარმატებულ ცხოვრებაზე,
ჩვენ არ ვუფიქრდებით, თუ რას შეუძლია მიგვიყვანოს ნამდვილი წარმატებისა და
ჰარმონიისკენ.
რაში მდგომარეობს სურვილების რუკის შექმნის აზრი?
სურვილების რუქა- ეს არის ყველა იმ დეტალისგან შედგენილი საერთო სურათი,
რომლის გარეშეც ადამიანის ცხოვრება ვერ ჩაითვლება ჰარმონიულად და წარმატებულად.
მისი დახმარებით ჩვენ ვაკეთებთ სურვილების, მიზნებბისა და ოცნებების სისტემატიზირებას,
მათი შესაბამის თაროებზე განლაგებით.
ჩანაწერები, რომლებსაც დართული აქვს ზუსტი ნახატები, ადამიანის ტვინში ახდენს ფიქრების მატერიალიზებას.
ამ ფიქრებს აქვთ უხილავი ენერგეტიკული არხები,
რომლებიც საჭირო დროს საჭრო სიტუაციებსა და ადამიანებს მოიზიდავენ ოცნებების ასასრულებლად.
სურვილების რუქის მეშვეობით ოცნებები იღებენ კონკრეტულ ვიზუალურ სახეს.
ამ ყველაფრის გარეშე ოცნებები ოცნებებადვე დარჩება.
აი, რას მიიღებთ ვებინარებზე „სურვილების ასრულება – ვიზუალიზაციის რუქა”:
- ცოდნას, თუ რატომ არის აუცილებელი სურვილების ვიზუალიზაცია;
- ვიზუალიზაციის 3 ძირითად კანონს, რომელთა გათვალისწინება აუცილებელია იმისთვის, რომ თქვენი მიზნები ახდეს;
- უშუალოდ რუქის სქემას – სად და რა თანამიმდევრობით უნდა განვალაგოთ რუქაზე ჩვენი ოცნებების ამსახველი სურათები;
- გიგებთ, თუ რა სახის დაზუსტებებია საჭირო ამ სურათებისათვის, რომ ოცნება ახდეს და თანაც
ახდენილმა სურვილმა სიამოვნება და სიახრული მოგვიტანოს!
ტრენინგის ფარგლებში თქვენ მიიღებთ ცოდნას:
- რა არის ვიზუალიზაციის რუქა-როგორ მუშაობს ის
- პირველ ვებინარზე გაიგებთ თუ რა არის ვიზუალიზაციის რუქა, რას მოიცავს, როგორ კეთდება, როდისაა შესაძელებლი გაკეთება და განახლება.
დეტალურად გაეცნობით პროგრამის შინაარსს. - თემა: ოთხი ძირითადი გასაღები სასურველის მისაღებად
- სამყაროში ყველაფერი ორჯერ იქმნება , პირველად ჩვენს გონებაში, და შემდეგ რეალობაში, ეს თქვენც უთვალავჯერ გაგიკეთებიათ. ყველა სახლი რაც კი აშენებულა, პირველად გონებაში გაჩნდა აზრი, გეგმა, დიზაინი და შემდეგ ის მატერიალური გახდა, ასე იქმნება გენიალური ნაწარმოებები და მუსიკა თუ ბიზნესი. რამდენჯერ გაგჩენიათ აზრი გემრიელობების და მალე თქვენს სამზარეულოს მაგიდაზე აღმოჩენილა?
ახლა დროა გავზარდოთ მასშტაბები, შევქმნათ ახალი იდეები და მოვახდინოთ მათი მატერიალიზაცია. - ნეიროგრაფიკის მეშვეობით მუშაობა სურვილებთან დაკავშირებულ ბლოკებზე. აფირმაცია
- აქამდე რატომ არ მიაღწიე ამ მიზანს?!” – ახალი, ინოვაციური მეთოდის, „ნეიროგრაფიკის” მეშვეობით მოვიცილებთ დაბრკოლებებს, რომლებიც არ გვიშვებდა ჩვენს სანუკვარ სურვილამდე!
- ჩვენს შინაგან მდგომარეობას მოვიყვანთ სამყაროსთან წონასწორობაში და მივიღებთ სამყაროსგან დახმარებას მიზნის მიღწევაში!
შევისწავლით ჩვენი ქარიზმის გამოსაღვიძებელ და გასაძლიერებელ უბრალო და ძალზედ ეფექტურ ტექნიკას!
შევისწავლით სპეციალურ აფირმაციებს სასურველის მისაღებად! - მედიტაცია, რუქის შექმნა და აფირმაცია
- სპეციალური მედიტაციის საშუალებით ენერგეტიკულ, მენტალურ და ემოციურ დონეზე შევქმნით მზაობას ჩვენთვის სასურველი ახალი რეალობისთვის. ეს საშუალებას იძლევა განთავისუფლდე ძველი ბლოკებისგან და შემზღუდველი პროგრამებისაგან და ახალ ენერგიას მისცემს ახალ მიზნებს.
- შექმნით თქვენს საოცნებო ვიზუალიზაციის რუქას.
- ვიზუალიზაციის მეტიტაცია 29 დღე გასაკეთებლად
კომფორტის ზონს გაფართოება- თქვენ არ მოგიწევთ ბრძოლა სასურველის მისაღებად, არ მოგიწევთ დისკომორტში გადასვლა. თქვენ გააფართოვებთ საკუთარ კომფორტის ზონას ისე რომ სურვილი თავად მოხვდება კომფორტის ზონაში. გავაკეთებთ მედიტაციას, სადაც თქვენ მიიღებთ ტრიგერს, მთავარ ხელსაწყოს კომფორტის ზონის გაფართოებისთვის.
რუქის აწყობა და საბოლოო შტრიხების შეტანა რეკომენდირებულია
(ახალი მთვარის ზენიტის პერიოდი)
4-17 იანვრის ჩათვლით
პროგრამა ჩანაწერებშია
რუქის შესაქმნელად დაგჭირდებათ:
- 10 (ან მეტი) ცალი ფერადი თქვენი ფოტო სურათი, – სხვადასხვა მასშტაბის, რომ ფოტებზე მოერგოს (სადაც ხართ გაღიმებული, ბედნიერი და ძალიან მოგწონთ- შეიძლება ფერადი პრინტერითაც იყოს)
- თეთრი ფურცელი A3 ან A2 (იმის მიხედვით რამხელა ზომაზე უნდა გააკეთოტ რუქა)
- ფერადი ფანქრები
- თქვენი საოცნებო ადგილების, პიროვნების, ნივთების სურათები, მართვის მოწმობის სურათი, ან ქორწინების ან მსგავსი სურვილის შემთხვევაში
- წებო
- ფერადი სტიკერები
- დიპლომები და სერტიფიკატები, რის მიღებაც გსურთ (გუგლში ნახავთ ყველაფერს)
- დასაკრავი მასალა ფერადი იყოს
- ფოტოს ზომები რა ზომის თაბახს იყიდით იმის მიხედვით თვალით განსაზღვრეთ, მაგრამ ციცქნები არ ქნათ და არც უშველებელი რომ ვერ დაატიოთ
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ