მინი ტესტი “შენი წარმატებულობის ინდიკატორი”:
ერთი წუთით შეჩერდი
დააპაუზე ცხოვრების ფერხული და ჩაფიქრდი:
– შენი ცხოვრება ისეთია, როგორიც გინდა რომ იყოს
– კმაყოფილი ხარ შენს ცხოვრებაში არსებული მოცემულობით
– საინტერესოდ და ლამაზად გადის შენი ყოველი დღე, თუ უინტერესო “ჭაპანს მიეზიდები”
– შენი სურვილებისა და ოცნებებისკენ მიდიხარ და მიღწევებსა და გამარჯვებებს ზეიმობ რეგულარულად, თუ…
– ახლობლები შენით აღტაცებულნი არიან, მაგალითად მოყავხართ და უნდათ, რომ მოგბაძონ, იმიტომ რომ წარმატებისა და კეთილდღეობის მაგალითი ხართ მათთვის
– ფინანსები; კარიერა/საქმიანობა; დასვენება, გართობა, მოგზაურობა; ჯანმრთელობა; სახლ-კარი; სიყვარული და ინტიმური ცხოვრება; მეგობრები, ნათესავები, მათთან ურთიერთობები; ჯანმრთელობა – ყველა ამ სფეროში კარგი სიტუაცია გაქვს
თუ ორ, ან მეტ კითხვაზე გაეცი პასუხი “არა”, მაშინ ქვემოთ მოცემული ინფორმაცია სწორად შენთვის არის
ყოველი მოცემულობა ჩვენს ცხოვრებაში ჩვენივე ქმედებების (ხანდახან კი უმოქმედობის) და ასევე ჩვევების შედეგია, დაფიქრებულხარ ამაზე ოდესმე?
თუკი პიროვნებაში “კარგი” ჩვევების ჩამოყალიბებაზე (ნებისყოფა, სტრუქტურირებულობა, სისუფთავე, მიზანდასახულობა და ა.შ.) თავის დროზე, ანუ ბავშვობაში მშობლებმა და აღმზრდელებმა იზრუნეს – მშვენიერი! გაუმართლა ასეთ ადამიანს, იმიტომ რომ უკვე ძალიან კარგი ბაზა და პლატფორმა აქვს ამ ჩვევების სახით, თუ არა – მაშინ რა ვქნათ?!
საქმე იმაშია, რომ ზრდასრულ ასაკში ადამიანი უკვე თავადაა თავისი თავის მშობელიც, ბავშვიც, აღმზრდელიც და აღსაზრდელიც და იცოდეთ, რომ ყველა სადავე ჩვენს ხელთაა!!!
ერთის მხრივ სწორად ასეთი “კარგი”, შედეგის მომცემი, როგორც პიროვნულად და სულიერად, ასევე ფიზიკურად გამაჯანსაღებელი ჩვევების ჩამოყალიბებას ემსახურება მოცემული მარათონი.
ჩვევებისა, რომლებიც საშუალებას მოგცემთ:
– მუდმივად ტონუსში, შემართებით, ენერგიულად იყოთ;
– თავად არეგულიროთ საკუთარი გუნებ/განწყობა და არ იყოთ დამოკიდებული ამინდზე ან “მარცხენა ფეხით ავდექი”-ზე;
– თქვენი ყოველი დღე და ესეიგი ცხოვრებაც სტრუქტურირებული გახადოთ და მიმართოთ თქვენი მიზნებისა და სურვილებისკენ სვლაზე;
– შეწყვიტოთ “დინებას მივყვები” სტილის არსებობა და თავად დაისახოთ როგორც მთლიანი ცხოვრების, ასევე ყოველი ეტაპის ახალი “დანიშნულების ადგილი”.
მეორეს მხრივ, როგორც ზემოთ ვახსენე, ცხოვრებისეული შედეგები ქმედებებზეა დამოკიდებული. თქვენი აზრით, რაზეა დამოკიდებული ჩვენი ქმედებები? – დიახ, სწორია, ჩვენს აზრებზე! ალბათ, გაგიჩნდათ კითხვა, აზრები რაღაზეა დამოკიდებული? – ოოო! ეს ისეთი ღრმა, საინტერესო და მრავალწახნაგოვანი საკითხია, რომ არაერთი დიდი წიგნი დაწერილა ამაზე და კიდევ ბევრი დაიწერება, აქ კი მოკლედ გეტყვით:
– ჩვენი სულის მისიასა და მოთხოვნილებეზე
– აღზრდაზე და ბავშვობაში ჩანერგილ რწმუნებულებებზე
– გაცნობიერებულ და გაუცნობიერებელ ფსიქიკურ პროგრამებზე
– ტემპერამენტსა და ხასიათზე
– და კიდევ ბევრ ფაქტორზე
ყოველივე ამაზე ჩენ ვისაუბრებთ და ვიმუშავებთ
ერთთვიან მარათონში “წარმატების ინჟენერია”,
შემოგვიერთდით დაიწყეთ თქვენი ცხოვრების რეორგანიზაცია!
რას ნიშნავს სიტყვა “რეორგანიზაცია”? – შეცვლას, გარდაქმნას, ტრანსფორმაციას, ახლებურად ორგანიზებას
მოვიდა ცვლილებების დრო და მათი განხორციელება გაცილებით უფრო ადვილია თანამოაზროვნეთა წრეში, გამოცდილი ქოუჩისა და ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით, ყოველდღიური ინსტრუქტაჟითა და სწორი, თანამიმდევრული, სტრუქტურირებული ინფორმაციის ათვისებითა და დანერგვით
მარათონის ავტორი და წამყვანი
PCC ქოუჩი, ფსიქოლოგი, RPT თერაპევტი, ეზოთერიკოსი ინგა ბლესსი
კიდევ მერყეობთ?
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ