– ადრე ითვლებოდა, რომ მხოლოდ ზოგიერთი დაავადების მიზეზი იყო სტრესი, ახლა კი, მედიკოსები დარწმუნდნენ, რომ სწორედ ფსიქოლოგიური პრობლემებითაა გამოწვეული ყველა დაავადება.
სტრესისგან თავის დაცვა მართლაც ძალიან რთულია, რადგან თანამედროვე ადამიანს ძალიან ბევრი ინფორმაცია აქვს. გასულ საუკუნეში, რომ არაფერი ვთქვათ, უფრო ადრეულ პერიოდზე, ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაში სულ რამდენიმე მნიშვნელოვანი ამბავი ხდებოდა და მისი ფსიქიკაც ახერხებდა სტრესთან გამკლავებას, დღეს კი, ადამიანს, რომელსაც არც საკუთარი განცდები და პრობლემები აკლია, გარე ინფორმაციის მიღებაც უწევს, რაც არანაკლები სტრესის გამომწვევია. ამიტომ, ყველაფერი ადამიანზე და მის ფსიქიკაზეა დამოკიდებული. ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენად ძლიერი ფსიქიკა აქვს მას და რამდენად შეუძლია ნეგატიური ინფორმაციისგან თავის დაცვა.
სტრესი აქვეითებს იმუნურ სისტემას. არსებობს ასეთი პროგრამა “საზღვრების დაცვა და თავდაჯერებულობა”, რომელიც ადამიანის დაუცველობის პრობლემას განიხილავს. მათ, ვისაც არ გამოსდით სხვების პირდაპირი თუ ფარული თავდასხმისგან დაცვა, როგორც წესი ძალიან დაბალი იმუნიტეტი აქვთ, მათი საზღვრები დაუცველია და ამიტომ ნებისმიერი ვირუსი და ბაქტერია, ნეგატიური ინფორმაცია და ემოცია ადვილად არღვევს ამ საზღვრებს, რაც სხვათაშორის, ბავშვობაში გადატანილი სტრესის ბრალია. ჩვენ ბევრს ვმუშაობთ ასეთ ადამიანებთან, ვეხმარებით გაძლიერებაში, რაც ეტაპობრივად ხდება და ნელ-ნელა ისინი არა მარტო ფსიქოლოგიურად, არამედ ენერგეტიკულადაც ჯანსაღდებიან, ძლიერდება იმუნიტეტი და მკვეთრად მცირდება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები.
ეფექტური პრევენციის უმთავრესი მეთოდი შესაძლოა ბანალურადაც კი მოგეჩვენოთ, რადგან საუბარია ცხოვრების ჯანსაღ წესზე:
სრულფასოვანი ძილი, ჰობი და დასვენება, სწორი კვება, ფიზიკური დატვირთვა, მასაჟი და წყლის პროცედურები, დადებითი ემოციები, მოგზაურობა და ახალი შთაბეჭდილებები, ეს არის სტესის პრევენციის ბუნებრივი საშუალებები.
ამ მეთოდებით (უმჯობესია გამოიყენოთ ყველაფერი, რაც აღწერილია), მნიშვნელოვნად შეამცირებთ სტრესის განვითარების რისკს, გახდებით ფიზიკური და ფსიქოლოგიურად მდგრადი, დაიწყებთ მოვლენების უფრო მშვიდად აღქმას და უკეთ გაუმკლავდებით სირთულეებს.
შეგიძლიათ გამოიყენოთ კიდევ რამდენიმე სასარგებლო რეკომენდაცია:
– შეცვალეთ დამოკიდებულება პრობლემებისა და წარუმატებლობის მიმართ.
– ნუ ილაპარაკებთ ნეგატივზე,
– რთული ამოცანები დაყავით მცირე ნაწილებად, რომელთა გადაჭრა ბევრად უფრო ადვილია.
– ნუ გადატვირთავთ თქვენს გრაფიკს,
– განივითარეთ პოზიტიური აზროვნება, მოძებნეთ პოზიტიური მომენტები ყველაფერში, რაც ხდება.
– იმუშავეთ იუმორის გრძნობაზე, ის გაგიმარტივებთ და საინტერესოს გახდის ცხოვრებას.
– ისწავლეთ “გადართვის ტექნიკა” და თქვენი ყურადღების კონტროლი, შეგნებულად გადაიტანეთ ყურადღება ერთიდან საკითხიდან მეორეზე.
– დაეუფლეთ მედიტაციას. არსებობს უამრავი მედიტაციური პრაქტიკა, რომელიც ნებისმიერი ადამიანისთვის შესაფერისია და წარმატებით ინტეგრირდება თანამედროვე ცხოვრებაში. მედიტაციის რამდენიმე სესიაც კი დაგეხმარებათ მოიცილოთ შინაგანი დაძაბულობა, დაისვენოთ და დაამშვიდოთ გონება.
გთავაზობთ ერთ თვიან ონლაინ კურსს სტრესის მართვა
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ