როგორ ავისრულოთ სურვილები?
გაიგე თანამედროვე ენერგეტიკული და ფსიქოლოგიური ტექნოლოგიები სასურველის მისაღებად!
თუ შესაძლოა, რომ ჩვენი ნათქვამი არასწორად იქნას გაგებული – ასეც მოხდება! ის აუცილებლად არასწორად იქნება გაგებული!
თანაც, უბრალოდ ვინმეს მიერ კი არა (ამას როგორღაც გადავიტანთ), არამედ ჩვენივე ქვეცნობიერისა და სამყაროს მიერ!
ყველა ჩვენთაგანი ფიქრობს, ოცნებობს, ისახავს გეგმებსა და მიზნებს… აყალიბებს თვის აზრებს სიტყვებისა და წარმოსახვითი სურათების მეშვეობით. ძნელად თუ მოიძებნება ადამიანი, რომელიც ოცნებისა და მომავალზე ფიქრისას საკუთარ თავს სიძნელეებს და მითუმეტეს, ცუდს უსურვებდეს… ეს ერთი შეხედვით, მაგრამ რეალობაში კი სულ სხვა სურათს ვხედავთ. ჩაგაფიქრეთ?
სურვილების „სწორად ჩაფიქრების” და ასრულების ფსიქოტექნოლოგიებზე და შინაგანი ბედნიერების მოპოვების ტექნიკებზე ვისაუბრებთ საახალწლო სემინარებზე „სურვილების ასრულება”!
გიფიქრიათ, თუ რა განსხვავებაა „მიზანსა” და „ოცნებას” შორის?
საქმე იმაშია, რომ „მიზანი” არის მიღწევადი, მისაწვდომი რამ. თუნდაც ძნელად და მხოლოდ გარკვეული (ხანდახან საკმაოდ დიდი) ძალისხმევის შედეგად, მაგრამ მიღწევადი!
ხოლო „ოცნება” ჩვენს „მე”-ს იმდენად არარეალურად და მიუწვდომლად ესახება, რომ მისი მისაღწევი გზების დაგეგმვას კი არა, ხეირიანად ოცნების უფლებასაც კი არ გვაძლევს!
ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ: „მიზანი” არის სურვილი, რომლის მისაღწევი ძალები და რესურსები გაგვაჩნია და შესაბამისად, ვთვლით მისაწვდომად.
„ოცნება” კი არის სურვილი, რომლის მისაღწევი რესურსები დღევანდელი გადმოსახედიდან არ გაგვაჩნია, და ამიტომ ვთვლით მიუწვდომლად.
გნებავთ თქვენი „ოცნება” მიზანი გახდეს?!
შემოგვიერთდით საახალწლო სემინარებზე: „სურვილების ასრულება”, რომლებზეც გავეცნობით თანამედროვე კვანტური ფიზიკისა და კვანტური ფსიქოლოგიის ახალ მეთოდებს, ნლპ (ნეირო ლინგვისტიკური პროგრამირება) ტექნოლოგიებს სურვილების ასახდენად!
პირველი სემინარი-1სთ 24წთ
„რატომ არ სრულდება ოცნება?!”
გინდა იხილო შენი ცხოვრების საუკეთესო ვარიანტი?! შეეხო მას?! გინდა გაიგო, თუ რა უბრალო ქმედებებია გასაკეთებელი დღეს, რომ ეს „შენი იდეალური ცხოვრება” რეალობად იქცეს?!
– ყოფილა, რომ სურვილების ნაცვლად ცუდი წინათგრძნობა აგხდომიათ?!
– დიდი ხნის ოცნება გაქვთ, რომლის ასრულება არა და არ გეღირსათ?!
– წვრილმანი ოცნება აგსრულებიათ, მაგრამ არ იცით როგორ აიხდინოთ მნიშვნელოვანი ოცნებები?!
– გაინტერესებთ, როგორ არის მოწყობილი ოცნებების ასრულების მექანიზმი?!
შემოგვიერთდით სემინარზე „რატომ არ სრულდება ოცნება” და მიიღეთ ამომწურავი პასუხი ყველა ამ კითხვაზე!
სემინარზე თქვენ გაეცნობით სამყაროს მოწყობის 7 პრინციპს, რის შედეგადაც:
– მიხვდებით, თუ რა შეცდომას უშვებდით სურვილების ჩაფიქრებისას და რატომ არ გისრულდებოდათ სურვილები…
– შესაბამისად ახალ წელს, ახალი ცოდნით შეიარაღებული შეძლებთ სურვილის ჩაფიქრებას სწორად, რომ ის აუცილებლად აგიხდეთ!!!
– გაიგებთ სურვილის ასრულების 2 აუცილებელ პირობას!
– მიღებული ცოდნის მეშვეობით შეძლებთ ახალი წლიდან თქვენი ცხოვრების ახალ, წარმატებულ კალაპოტში გადაყვანას!
მეორე სემინარი- 1სთ-11წთ
„ჩავიფიქროთ სურვილები სწორად!”
- რატომ ხდება, რომ ასრულებულ სურვილს სიხარული და სიამოვნება არ მოაქვს…
- როგორ განვასხვავოთ ნამდვილი სურვილი, ის რაც გულს სწადია, „თავს მოხვეული” სურვილისგან?!
- როგორ უნდა ჩავიფიქროთ სურვილი სწორად, რომ მისი ასრულებისას ყველაფერი კარგად იყოს?!
- რა მნიშვნელოავნი წვრილმანებია გასათვალისწინებელი სურვილის ჩაფიქრებისას?!
შემოგვიერთდით სემინარზე „რატომ არ სრულდება ოცნება” და მიიღეთ ამომწურავი პასუხი ყველა ამ კითხვაზე!
სემინარზე თქვენ მიიღებთ:
– დაწვრილებით ინფორმაციას ყველა იმ მომენტზე, რომელიც გასათვალისწინებელია სურვილების ჩაფიქრებისას.
– ტექნიკას რომელიც დაგეხმარებათ თქვენი „ნამდვილი” სურვილების (გულისწადილის) აღმოჩენაში.
– ცოდნას სურვილების ჩაფიქრების უმთავრესი წესის შესახებ, რომლის დარღვევასაც დიდი უსიამოვნება მოაქვს… და მომავალში შეძლებთ ამ უსიამოვნების თავიდან აცელას.
– მატერიალური სურვილების ასასრულებელ სამ უნიკალურ ტექნიკას!
მესამე სემინარი- 1სთ-22წთ
„რეალიზების ძალა”
ალბათ გსმენიათ, რომ ჩვენ, ადამიანები საკუთარი ტვინის შესაძლებლობების მხოლოდ 6% ვიყენებთ…
არ დაფიქრებულხართ, რა არის ეს 6%? – ეს ჩვენი ცნობიერია! ის, რასაც ჩვენ გაცნობიერებულად ვფიქრობთ და ვაკეთებთ. ჩვენი ყოფა-ცხოვრების, ფუნქციონირების, ქმედების და აზროვნების 94%-ს კი მართავს ქვეცნობიერი! ქვეცნობიერი, რომელსაც აქვს კავშირი მთელს სამყაროსთან, „კოსმიურ ინტერნეტთან”, რომელიც გენიოსია და რომელსაც „უჭკუო” პატრონი, ჩვენი ცნობიერება „მართავს”…
ქვეცნობიერში აბსოლუტურად ყველანაირი ინფორმაცია დევს, მასში ულევი რესურსია ჩამალული, მას შეუძლია ყველაფერი!
როგორ აღმოვაჩინთ ეს რესურსები, როგორ გავაბათ ხიდი ჩვენს ცნობიერსა და ქვეცნობიერს შორის, როგორ მივმართოთ ჩვენს ფარულ რესურსებს ისე, რომ ჩვენი სურვილები ნათელი გახდეს მათთვის? ამ და კიდევ ბევრ კითხვაზე მიიღებთ პასუხს საახალწლო სემინარებზე „სურვილების ასრულება”.
– ვიღაცისთვის საკმარისია ერთი გაფიქრება, რომ მისი სურვილი ახდეს, თქვენ კი წლობით ვერ ახერხებთ საწადელის მიღებას?!
– გინდათ აიმაღლოთ ცხოვრებისეული ენერგია და შესაბამისად სურვილების ახდენის ძალაც?!
– გინდათ რომ მიზნებს წვალებისა და „ოფლისღვრის” გარეშე, ადვილად და იოლად მიაღწიოთ?!
მაშინ ეს სემინარი თქვენთვის არის!
სემინარზე გაეცნობით ენერგიის ამაღლების 4 უნიკალურ ტექნიკას.
რაც მოგცემთ:
– ენერგიის უშრეტ წყაროს. ამ ტექნიკების მეშვეობით ნებისმიერ სიტუაციაში შეძლებთ დამატებითი რესურსების მიღებას, „მეორე სუნთქვის” გახსნას!
– თქვენი ენერგეტიკული სხეულის გაჯანსაღებას და გაძლიერებას. თქვენი ენერგეტიკული სივრცის გაზრდას და მისი საზღვრების გამყარებას. ამ ტექნიკებს „გვერდითი” მოვლენა ახასიათებს – სხვადასხვა მავნებლები (ვირუსები, ბაქტერიები, პარაზიტები) ვეღარ აღწევენ თქვენს ორგანიზმში!
– მდგრად პოზიტიურ განწყობას. სტაბილურად იმყოფებით ენერგიულ, კარგ ხასიათზე! მერყეობა და დეპრესიულობა მოგცილდებათ!
– თქვენი ახლობლებისთვის ხდებით ენერგიისა და პოზიტივის წყარო! თქვენი ზეგავლენა გაიზრდება და გაძლიერდება!
მეოთხე სემინარი- 1სთ 30წთ
„მოვიცილოთ წარუმატებლობის პროგრამა!”
- – საკმაოდ წარმატებული ადამიანი ხართ, მაგრამ ცხოვრების რომელიღაც ერთი სფერო აქამდე დაკეტილი რჩება თქვენთვის, ყველა მცდელობის მიუხედავად?!
- – მცირედ წარმატებას ამ სფეროში აუცილებლად მარცხი მოსდევს?!
- – შეგრძნება გაქვთ, რომ ჩაკეტილ წრეში იმყოფებით და გაქცევას ამაოდ ლამობთ?!
- – დაიღალეთ უშედეგო მცდელობებით?!
სემინარი „მოვიცილოთ წარუმატებლობის პროგრამა” – ნათელს მოჰფენს წარუმატებლობის საიდუმლოს.
სემინარზე თქვენ:
– ნათლად დაინახავთ იმ შინაგან პრობლემას, დაბრკოლებას, რომელიც ხელს გიშლით წარმატების მიღწევაში;
– გაარკვევთ ამ დაბრკოლების წარმოშობის მიზეზს!
და შეძლებთ მისგან განთავისუფლებას!!!
გადმოგეგზავნებათ ოთხივე სემინარის ჩანაწერი და ის მუდმივ ფლობაში გექნებათ, რათა სურვილისამებრ განმეორებით მოისმინოთ და შეასრულოთ სემინარში არსებული ტექნიკები.
პროგრამის ავტორი: ინგა ბლესსი
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა English
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ