მოდით ვისაუბროთ საჩუქრებზე, რომლებსაც მამაკაცები გვჩუქნიან. სიყვარულითა და მონდომებით არჩევენ ამ საოცრებებს და ამას მხოლოდ ჩვენი აღფრთოვანებული სახის გამომეტყველებისთვის აკეთებენ.
ან შესაძლოა :
- თქვენ არც ისე მონდომებით გჩუქნიან საჩუქრებს ან საერთოდ არ გჩუქნიან მათ.
- მამაკაცები საერთოდ გაფუჭდნენ.
- თქვენ შეეგუეთ და უკვე თვითონ ყიდულობთ ყველაფერს, რაც გჭირდებათ.
- საჩუქრები თქვენთვის მთავარი არაა და არც რაიმეს მაჩვენებელია.
- თქვენ გრცხვენიათ და არაკომფორტულად გრძნობთ თავს საჩუქრის მიღებისას.
- ფიქრობთ, რომ საჩუქრის შემდეგ თქვენც ვალდებული ხართ რაიმე აჩუქოთ.
- თქვენ გსურთ საჩუქრების მიღება, მაგრამ არ იცით როგორ გააკეთოთ ეს ძალდაუტანებლად, ქალურად და მსუბუქად.
ჩვენ უბრალოდ საერთოდ არაფერი ვიცით საჩუქრის ბუნების შესახებ.
საჩუქარი ეს არის სიმბოლო, ინსტრუმენტი, რათა მამაკაცმა გამოხატოს საკუთარი გრძნობები, ემოციები და სიტყვები. ამიტომ საჩუქარი არ საჭიროებს სამაგიეროს, მამაკაცს სურს დაგანახოთ მისი მადლიერება, სიყვარული, პატივისცემა, აღფრთოვანება ან მეგობრობა, ამის სანაცვლოდ კი არაფერს ელის. ეს ყველაფერი სწორედ მისთვისვეა უმნიშვნელოვანესი. თუკი ქალი დაარღვევს ამ ენერგიას მამაკაცი ნელ ნელა წყვეტს საჩუქრების ჩუქებას. მამაკაცები ვერც კი ხვდებიან, რომ ეს ჩვენ შთავაგონებთ და ჩვენ ვართ მათი საჩუქრების, კომპლიმენტებისა და აღფრთოვანებული მზერების მუზა. ეს არის საჩუქრის დაფარული და ღრმა აზრი. როდესაც მამაკაცი მოდის თქვენთან საჩუქრით, რომელიც სულითა და გულითა აქვს შერჩეული, თქვენ ის მადლიერებით უნდა მიიღოთ. ამით მამაკაცს აფრთიანებთ, თავს ღმერთად აგრძნობინებთ, ის თავდაჯერებული და ძლიერი გახდება, იგრძნობს, რომ საუკეთესო და ერთადერთია. ის ვერ იაზრებს ამას, მაგრამ სწორედ თქვენი მიღების უნარი და ენერგია აძლევს მას წინსვლის შესაძლებლობას, რათა მან კიდევ უფრო მეტი მოიპოვოს.
ისწავლეთ მამაკაცის შთაგონება საჩუქრების ჩუქებისთვის და თქვენ:
1. იგრძნობთ თავს ერთადერთად და მიმზიდველ ქალად.
2. თქვენი მამაკაცი აღარ იწვება დივანზე უსაქმურობისგან.
3. თქვენი სახლი სავსე იქნება დღესასწაულით.
4. თქვენ დაივიწყებთ რას ნიშნავს მამაკაცის შენარჩუნებისთვის ბრძოლა და მისი დაკარგვის შიში.
5. თქვენი ქალური ენერგია მოგცემთ უფლებას იყოთ მუდამ ქალური, ისეთი, ვისაც მამაკაცი თვალს ვერ მოსწყვეტს და საჩუქრებით ანებივრებს.
6. თქვენ მიიღებთ ტექნიკებს, რომლებიც გახსნის თქვენში ქალურ საწყისებს.
7. მამაკაცი მთლიანად გადაეშვება ურთიერთობაში და დააფასებს მას.
შეწყვიტეთ მამაკაცის ადგილის დაკავება!
ნება მიეცით მამაკაცს აირჩიოს: გაჩუქოთ საჩუქრები, ყვავილები, კოცნებით აგავსოთ…
რა რაოდენობით და სიხშირით გააკეთოს ეს. და თქვენ აღარ მოგიწევთ მძიმე მუშაობა, პრინცის ძიება და მარტოსულობისგან ტირილი!
სემინარის ხანგრძლივობა: 1სთ და 29წთ
ვიდეო მოცემულია “ქალურობის სკოლიდან”
ვიდეოს მდგომარეობა: ძველი ჩანაწერი
პროგრამა ჩანაწერებშია და შეძენა შესაძლებელია მსოფლიოს ნებიმიერი ქვეყნიდან
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 90 წუთი
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ