დროის მენეჯმენტი არის სამუშაო საათების ეფექტური დაგეგმვა მიზნების მისაღწევად, რესურსების მოძებნა, პრიორიტეტების განსაზღვრა და განხორციელების პროცესის მონიტორინგი.
მისი მთავარი ამოცანაა მცირე დროში მეტი საქმის გაკეთება და საკუთარი რესურსების ეფექტურად დახარჯვა.
დროის ნაკლებობა, გადაუდებელი საქმეები,სტრესი, რომლებსაც ყველას ვერ უმკლავდება. მუდმივად წუწუნის მდგომარეობაში ყოფნა “დრო არ მაქვს”, “დრო არ მყოფნის” ,”ვერ ვასწრებ” “არ ვიცი ამდენი როგორ მოვასწრო” სრულებითაც ვერ ვუწოდებთ პიროვნულ ეფექტურობას.
ემოციური სტრესი ბლოკავს შესრულებას, იწვევს სწრაფ დაღლილობას და აპათიას. ამიტომ, იმისათვის, რომ არ გავხდეთ სტრესის მსხვერპლი და, კიდევ უფრო უარესი, ქრონიკული დაღლილობის სინდრომში არ გადავეშვათ, საჭიროა ვისწავლოთ დროის მართვა და გავიწაფოთ დროის მენეჯმენტში.
ამას ყველა წარმატებული ადამიანი აკეთებს.
ყველა წარმატებული ადამიანი ძალიან პროდუქტიულია. ისინი ბევრს მუშაობენ და ბევრს აკეთებენ, მაგრამ ეს არ არის ერთი და იგივე. პირველ რიგში, პროდუქტიულობით, იგულისხმება შედეგი და არა პროცესი. თუ თქვენ აპირებთ გაზარდოთ თქვენი პროდუქტიულობა, მტკიცედ გადაწყვიტეთ ამის გაკეთება!
ხალხი კარგავს დროს, რადგან მათ ვერა და ვერ გადაწყვიტეს გაზარდონ პროდუქტიულობა. და თუ გადაწყვეტთ, მაშინ უკან არ დაიხიოთ!!!! გაიმეორეთ ის, რასაც ყველა წარმატებული ადამიანი აკეთებს, სანამ ის გახდება თქვენი მეორე ბუნება. პირადი ეფექტურობის მთავარი საიდუმლო არის დროის სწორი განაწილება. დროის მენეჯმენტი ხელს უშლის თავი იგრძნოთ მძევლად ან მუდმივ წუწუნში იყოთ დროსტან მიმართებაში…
დროის მენეჯმენტის ცოდნა არის ეფექტური გზა წინსვლისა და წარმატებისთვის, როგორც კარიერასა თუ ბიზნესში, ასევე პირად ცხოვრებასა და შინაგან მდგომარეობაში.
დაგეგმვა ათავისუფლებს დროს
მათ, ვინც ცხოვრებაში მიაღწიეს წარმატებას, იციან დროის ფასი და დიდ დროს უთმობენ დაგეგმვას. ყოველდღიური დაგეგმვა აუცილებელია პროდუქტიულობის ამაღლებისა და დროის ეფექტურად მართვისთვის. დაგეგმარების ერთ-ერთი ოქროს წესის “6П”-ის თანახმადრომ წინასწარი დაგეგმვა ხელს უშლის ცუდი შედეგების მიღწევას. დაგეგმვა და აზროვნება ყოველთვის უნდა იყოს ქაღალდზე. თუ მიზანი არ არის ქაღალდზე, მაშინ ის არ არსებობს. დავალებების ჩამონათვალი არის ერთგვარი რუქა, რომელიც არ მოგცემთ საშუალებას დასახული მიზნისკენ სავალი გზიდან გადაუხვიოთ. |
დროის მენეჯმენტის მთავარი საიდუმლო არის ფოკუსირება და ყურადღება. დაიწყეთ პრიორიტეტული ამოცანების გადაჭრით და ყველაფერი გააკეთეთ თანმიმდევრულად, ანუ ერთი რამ დროის გარკვეულ პერიოდში.
საქმის გადადება და ისევ და ისევ მას დაბრუნება, თქვენ ეფექტურობას 5-ჯერ ამცირებს.
მოცარტს შეეძლო ერთდროულად ემუშავა სამ კომპოზიციაზე და შექმნა ნამდვილი შედევრები. მაგრამ ეს გამონაკლისია ვიდრე წესი.
ბახს, ჰაიდნს ან ვერდს შეეძლო ერთ დროს მხოლოდ ერთ სამუშაოს შესრულება. მათ არ დაიწყეს მომდევნო სამუშაოზე მუშაობა სანამ წინა არ დაასრულეს. გამოიყენეთ იძულებითი ეფექტურობის კანონი, რომელიც ამბობს, რომ ყველაფრისთვის არასოდეს არის საკმარისი დრო, მაგრამ ეს ყოველთვის საკმარისია ყველაზე მნიშვნელოვანი საქმის შესასრულებლად. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია ერთად შეკრება და საკუთარი თავის იძულება, პირველ რიგში გააკეთონ ის, რაც ყველაზე დიდ სარგებელს და შედეგს მოგტანთ.
ყველა შემთხვევა შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად:
(ფანჯარა, პრინციპი) ეწოდება.
ასეთი საქმეები ტქვენი დროის დიდ ნაწილს მოიცავს და საკმაოდ დიდ დროსაც გართმევთ და სწორედ, ეს ის დავალებებია, რომლებიც, თუ ეს შესაძლებელია, უნდა დელეგირდეს ან შემცირდეს მათი რაოდენობა.
- მიზნებთან მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების გადანაწილება;
- დაგეგმვის საშუალებების ცოდნა;
- ჩვევების დაგროვება.
აი რას ისწავლი კურსის ფარგლებში:
- რა არის დროც
- რისთვის არ გყოფნის დრო;
- დიაგნოსტიკა;
- დროის ხაზი მართვა;
- დროსთან მიმართებით არსებული შემზღუდველი რწმუნებულებების ჩანაცვლება;
- დროის ასოცირებული და დისოცირებული აღქმა;
- საქმეების დახარისხება ეზენჰაუერის მატრიცის მიხედვით;
- დაგეგმარება;
- მნიშვნელოვანი არასასწრაფო საქმეების გამიჯვნა/დახარისხება;
- სასწრაფო მნიშვნელოვანი გამიჯვნა/დახარისხება;
- უმნიშვნელო საქმეები გამიჯვნა/დახარისხება;
- მიზნებთან მუშაობის უნარი;
- პრიორიტეტების გადანაწილება;
- ჩვევების დაგროვება;
- დელეგირების ნიუანსები;
- დელეგირება;
- კონცენტრაციის გავარჯიშება;
- დროის მონაკვეთის სწორად გამოყოფა;
- 80/20-პარეტოს პრინციპი;
- განზრახვა დროსთან მიმართებაში
დაემატება აღწერა
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 50 hours
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ