არტთერაპია – სიტყვასიტყვით ნიშნავს „შემოქმედების საშუალებით განკურნება”-ს; ეს არის ფსიქოლოგიური თერაპია, რომელიც იყენებს შემოქმედებას, როგორც განკურნების ინსტრუმენტს.
არტთერაპია არ არის ხატვის, მუსიკის ან სამსახიობო ხელოვნების გაკვეთილი; ის არ ისახავს მიზანად ხელოვნების ობიექტის შექმნას, არამედ მისი მთავარი მიზანია საკუთარ თავთან მუშაობა.
არტთერაპია ფოკუსირდება არა შედეგზე, არამედ უშუალოდ პროცესზე და ამ პროცესის მსვლელობისას ადამიანის მდგომარეობის გარდაქმნაზე: გაუმჯობესებაზე, განკურნებაზე, განწყობისა და ენერგიის ამაღლებაზე.
არტთერაპია შემოქმედებითი თვითრეალიზაციის მეშვეობით ადამიანს საშუალებას აძლევს იპოვნოს ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან, გაათავისუფლოს ქვეცნობიერში თუ ცნობიერში დალექილი ფსიქო-ემოციური სტრესი.
ფსიქოლოგიაში არტთერაპიის მიზანია პიროვნების შემოქმედებითი თვითგამოხატვისთვის პირობების შექმნა, რომ ადამიანმა იპოვნოს ჰარმონია საკუთარ თავთან და სამყაროსთან. არტთერაპია ორიენტირებულია ადამიანის ფსიქოემოციური მდგომარეობის ნორმალიზებაზე, ნერვულ სისტემაში აგზნების პროცესების გამოსწორებაზე და ქცევის ცვლილებაზე.
ეს არის ერთგვარი ხიდი ადამიანის არაცნობიერ სფეროსა და გონებას შორის.
არტთერაპიის მეთოდები ემყარება მეტაფორის ფენომენს. ადამიანი სხვადასხვა მასალის დახმარებით ქმნის, გამოსახავს თავის პრობლემას და ფსიქოლოგის ხელმძღვანელობით მუშაობს მის გარდაქმნაზე.
ხატვის გარდა შემოქმედების სხვა მიმართულებებიც გამოიყენება არტთერაპიაში: სიმღერა, ცეკვა, დადგმა, ზღაპარი, ძერწვა.
არტთერაპიას პრაქტიკული ფსიქოლოგიისა და ფსიქოთერაპიის ერთ – ერთი ყველაზე საინტერესო, მიმზიდველ და საიდუმლოებით მოცული სფერო შეიძლება ვუწოდოთ. მრავალფეროვანი ინსტრუმენტების მეშვეობით ის ემსახურება გონებისა და სხეულის დამშვიდებას, სხვადასხვა დაავადებების სიმპტომების განმუხტვას, განკურნებასა და აღმოფხვრას. ასევე მრავალი ადამიანისთვის ეს არის ჰობი, რომელიც იძლევა დროის სასარგებლოდ გაატარების საშუალებას, ახდენს სტრესის ზემოქმედების შემცირებასა და გაახალგაზრდავების ეფექტსაც კი.
შემოგვიერთდით, არტთერაპიის ორთვიან ონლაინ კურსზე
მახასიათებლები
- ლექციები 0
- ქვიზები 0
- ხანგრძლივობა 20 საათი
- ცოდნის დონე All levels
- ენა ქართული
- სტუდენტები 0
- შეფასებები დიახ