Back
107541222_3142846125783366_4850690905704589954_o

მაკა გველესიანი

საქართველო

გამარჯობა! მე ვარ მაკა გველესიანი, IBEL აკადემიის მე4 ნაკადის კურსდამთავრებული.

ჩემი ძირითადი პროფესიაა სამედიცინო ფსიქოლოგი, არასდროს მიმუშავია ამ პროფესიით, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანი მოთხოვნილება გამომეყენებინა ჩემი ცოდნა და უნარები ადამინების დასახმარებლად.

თეორიული ცოდნა არ მაძლევდა ამის საშუალებას. შემდეგ ცხოვრებამ სხვა კუთხით წამიყვანა და ნელ-ნელა ჩემი პროფესიისადმი ინტერესიც განელდა.
შემდეგ მოხდა ისე, რომ როგორც ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდები, მეც დამიდგა საკმაოდ მძიმე პერიოდი, მოხდა მოვლენების და ღირებულებების გადაფასება, ემოციების გაუფერულება, შინაგანი კონფლიქტები და მივხვდი რომ საკუთარი თავისთვის აუცილებლად უნდა მეშველა, როგორღაც უნდა მეშველა და არა მარტო ჩემი თავისთვის, გარშემო მყოფებისთვისაც ( ვირუსივით არის მოდებული არაჯანსაღი მდგომარეობა )

და სწორედ ამ პერიოდში გამახსენდა, რომ ჩემი პროფესია ხომ ეს იყო. დავიწყე ძიება და ვიპოვე ის რაც მინდოდა , რაც მჭირდებოდა „IBEL აკადემია“
ბევრი არ მიფიქრია, დავიწყე სწავლა და საკუთარ თავზე მუშაობა. ჩემთვის ძალიან საინტერესო, სასარგებლო და შედეგიანი აღმოჩნდა ამ საოცარი, ვიტყოდი ჯადოსნური ,ტექნიკებით მუშაობა. დავიწყე საკუთარი თავის შეცნობა,გავიზარდე პიროვნულად, დავიწყე საკუთარ თავთან დიალოგი, საკუთარი მიზნების სტრუქტურირება, საკუთარი ემოციების მართვა.

ამიმაღლდა თვითშეფასება, და რაც ყველაზე მთავარი შემიყვარდა საკუთარი თავი , ვისწავლე „მინდა“ს ჩამოყალიბება და ამ „მინდა“სკენ სწორად სიარული .ავიღე ჩემს ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა, მომეცა პროფესიული წინსვლის და განვითარების საშულება.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ინგა ბლესს და ანა ბულბულაშვილს, დიდი მადლობა მთელ გუნდს ასეთი პროფესიონალიზმისთვის, ასეთი სიყვარულისთვის, ასეთი თანადგომისთვის, ასეთი დაუღალავი შრომისთვის, ასეთი სასრგებლო და აუცილბელი საქმინობისთვის. ვთვლი რომ უდიდეს საქმეს აკეთებთ დღევანდელ რეალობაში .

მიყვარხართ 😗 და მადლობა თქვენ!!!!