როგორ ვმართოთ ბავშვის ისტერიკა
პირველ რიგში უნდა გამოვიკვლიოთ რა არის ისტერიკის მიზეზი.
ასეთი ქცევის მიზეზი შეიძლება იყოს ბავშვის გადაღლილობა, ტკივილი, ხმაური, თუ ბავშვი თავს გრძნობს მიტოვებულად, თუ გადაიტანა მძიმე ემოციური ტრავმა ან აქვს უფროსების მანიპულირების სურვილი;
ძირითადად, ისტერიკის მოტივი არის, რაიმეს მიღების ან მიღწევის სურვილი; ან პირიქით რაიმეს არიდების სურვილი;
რას აკეთებს მშობელი, როდესაც ბავშვი ცუდად იქცევა ?
ყველაფერს თავს ანებებს და თავის ყურადღებას მიმართავს ბავშვისკენ, საყვედურობს, ტუქსავს. ანუ თუ ბავშვი განიცდის ყურადღების ნაკლებობას, ის სპეციალურად ეცდება მოიქცეს ცუდად, რომ მიიღოს მშობლისგან ყურადღება.
არის მეორე უკიდურესობაც, როცა მშობელი ზედმეტად ზრუნავს ბავშვზე, არიდებს მას ყველა პასუხისმგებლობას, ბავშვი ხდება უმწეო, ინიციატივო, ფიქრობს, რომ არაფერი გამოუვა, ცდილობს აირიდოს პასუხისმგებლობა და იქცევა “ცუდად”.
რას ვაკეთებთ არასწორად რთული ქცევის დროს?
ისტერიკის დროს დაუშვებელია დასჯა, ყვირილი, დარტყმა, კუთხეში დაყენება, რადგან ამ დროს ბავშვს უჩნდება უსამართლობის განცდა და ხდება უფრო ჯიუტი. შესაბამისად ვიღებთ საპირისპირო შედეგს.
და თავადაც სწავლობს პრობლების მოგვარების ამ გზას – დარტყმას.
ასაკის მამატებასთან ერთად, თუ ეს პრობლება არ მოვაგვარეთ, მისი ქცევა უფრო რთულად მართვადი იქნება.
დაუშვებელია ისტერიკის დროს ბავშვის სურვილის შესრულება.
რა უნდა გავაკეთოთ ისტერიკის დროს?
საუკეთესო გამოსავალი არის მისი დაიგნორება. იგნორით ბავშვი სწავლობს, რომ მსგავსი ქცევით ვერ მიაღწევს მიზანს, ასევე ყურადღების გადატანა, ისტერიკის დასაწყისში, სანამ სუსტია მისი განცდა.
ძალიან ეფექტურია ბავშვთან გულახდილი საუბრები, როცა ისტერიკაში არ არის, აუხსენით რატომ არის უკეთესი თუ მშვიდად გამოთქვამს მის სურვილს და არა ისტერიკით, ისაუბრეთ რა მოსწონს, რა არ მოსწონს, გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის მაგალითები, რომ ბავშვმა მისიანად აღგიქვათ.
წინასწარ შეთანხმდით მაღაზიაში რას უყიდით და რას არა;
გააცნობიერეთ, რომ ბავშვის ქცევის ჩამოყალიბებას დრო სჭირდება და პირველივე მდელობაზე შედეგს ნუ დაელოდებით.
გაითვალისწინეთ, რომ ყველა ბავშვი ინდივიდუალურია, ზოგთან თუ იგნორი ჭრის, ზოგთან ახსნა, ზოგთან მისი ხელში აყვანა და მოფერება.
გისურვებთ ჰარმონიულ ურთიერთობებს თქვენს შვილებთან!
მარიამ პატარაია