რა არის ემოციონალური/ემოციური ინტელექტი
ემოციური ინტელექტი (EI) არის ადამიანის უნარი გაიგოს და მართოს საკუთარი ემოციები, იგი წარმატების, ცხოვრებისეული მიზნების მიღწევისა და კარიერული წინსვლის საქმეში გაცილებით დიდ როლს თამაშობს, ვიდრე IQ, ანუ გონებრივი ინტელექტი. მიუხედავად მისი ასეთი მნიშვნელობისა, ემოციური ინტელექტის დონის განსაზღვრა საკმაოდ რთულია. არსებობს მხოლოდ ნიშნები, რომლითაც შეგიძლიათ მიხვდეთ რამდენად განვითარებული ხართ ემოციურ დონეზე.
ემოციონალური ინტელექტი ეწოდება ადამიანის უნარს აკონტროლოს საკუთარი ემოციები და ამოიცნოს სხვა ადამიანების მიზნები და სურვილები, ემოცია და მოტივაცია.
ემოციონალური ინტელექტის მცნება გაჩნდა როგორც ბუნებრივი რეაქცია ინტელექტის შეფასების ტრადიციული სისტემის უუნარობაზე, რომელსაც არ შეეძლო განესაზღვრა ადამიანის წარმატება ცხოვრებასა და კარიერაში. როგორც აღმოჩნდა, წარმატებული ადამიანი ეფექტურად მართავს საკუთარ ემოციებს და არანაკლებ ეფექტურად ურთიერთობს სხვა ადამიანებთან ემოციონალურ დონეზე.
- ემოციური ინტელექტის სტრუქტურის, ემოციების ამოცნობისა და მართვის მახასიათებლებისა და შაბლონების შესწავლა:
ტექნიკები თქვენი ემოციების სამართავად, - ზოგადი კომუნიკაციური კომპეტენციების ფორმირება
- კლასიკური ტექნიკის დაუფლება, რომელიც გამოიყენება პირადი ცხოვრების სფეროებში და ბიზნესში, სხვის ემოციებზე ზეგავლენის მოსახდენად,
- პიროვნული ინდივიდუალური მახასიათებლების ანალიზი და თვითდიაგნოსტირების მეთოდების ათვისება,
- სტრესის მართვა და ემოციური გადაწვს თავიდან აცილება.
- კურსი
კურსის გავლის შედეგად, ყალიბდება შემდეგი კომპეტენციები:
- კურსის ძირითადი თეორიული საფუძველების ცოდნა;
- ემოციების მართვის საბაზისო ტექნიკების გამოყენება;
- შეძენილი უმწეობის სინდრომს დიაგნოსცირებისა და მისი დაძლევის ხელის შეწყობა;
- სხვის ემოციებზე ზეგავლენის მეთოდების ფლობა;
- ემოციების ამოცნობის უნარ-ჩვევები
გაიცემა 2 ენოვანი ელექტრონული სერტიფიკატი
ხანგრძლივობა: 1 თვე(+1)
სულ: 9 ლექცია
დასაწყისი: 15 აპრილი