ნასწავლი უმწეობა: რატომ გვგონია, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული?
ნასწავლი უმწეობა: რატომ გვგონია, რომ ჩვენზე არაფერია დამოკიდებული?
რამდენად შეგვიძლია მოვახდინოთ გავლენა საკუთარ ცხოვრებაზე? ამ კითხვაზე პასუხი ყველას სხვადასხვა აქვს ცხოვრებისეული გამოცდილების, რწმენის, ხასიათების და ბევრი სხვა რამის მიხედვით. ადამიანი ნასწავლი უმწეობით გიპასუხებთ: „არანაირად“. რა მდგომარეობაა ეს და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას?
ნასწავლი უმწეობა – ეს არის ფსიქიკის მდგომარეობა, რომლის დროსაც გვეჩვენება, რომ არ გვძალუძს ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა. არ შეგვიძლია გამოვიდეთ ტოქსიკური ურთიერთობებიდან, საინტერესო და მაღალანაზღაურებადი სამუშაოს მოძებნა. ვერ შევძლებთ შევისწავლოთ ახალი უნარები, ვერ მოვძებნით პარტნიორს გაცნობების საიტზე. ვერ ავითვისებთ გაჯეტს. სია უსასრულო შეიძლება იყოს.
როგორც ცხადყოფს სათაური, ამას „სწავლობენ“. მაგალითად, ბავშვობაში მშობლები ყურს არ უგდებდნენ ბავშვის სურვილებს, წყვეტდნენ ყველაფერს მის მაგივრად, როგორც იმ ანეგდოტში: „შვილო, სახლში ამოსვლის დროა! – დედა, მე გავიყინე თუ მშია?“. ან უკვე ზრდასრულ ასაკში ადამიანი აღმოჩნდა გარემოებებში, როცა მის მოქმედებას არ მოქონდა სასურველი შედეგები.
გონება ხშირად ზოგავს ძალისხმევას: ის იმახსოვრებს უშედეგო ცდებს და რთავს „არც კი ცადო“-ს რეჟიმს. შედეგად, აღმოჩნდება რა გარემოებებში, რომელზეც შეუძლია ზეგავლენა მოახდინოს, ადამიანი არაფერს მოიმოქმედებს, საკუთარ თავს რომ დაეხმაროს. არ გაიხსნის ქურთუკს, როცა ცხელა ვაგონში, არ გავა წყლის დასალევად და წყურვილით დაიტანჯება თათბირზე და ა. შ.
ბედნიერება არჩევანშია
ნასწავლი უმწეობა შეიძლება ქონდეს არა მხოლოდ ადამიანებს, არამედ ცხოველებსაც. ცდებმა, რომლებიც 1964 წელს ჩაატარა ამერიკელმა ფსიქოლოგმა მარტინ სელიგმანმა ძაღლებზე, ცხადყო, თუ გარკვეული დროის განმავლობაში ცოცხალი არსება იტანჯება და ყველა მისი ძალისხმება ვერ აღწევს შედეგს, ის წყვეტს წადილს და იღებს ტანჯვას, როგორც წესს. ესე იგი ის იძულებული ხდება მოითმინოს დისკომფორტი და ტკივილიც კი, თუ დაასკვნის – ისწავლის – რომ მასზე არაფერია დამოკიდებული.
ექსპერიმენტი ხალხზეც ჩაატარეს. მოხუცებულთა თავშესაფრის კონტიგენტი ორ საკონტროლო ჯგუფად დაჰყვეს. ერთში ხანდაზმულებზე ზრუნავდნენ, მაგრამ წაართვეს ინიციატივის გამოვლენისა და ცხოვრების მიმდინარეობაზე კონტროლის შესაძლებლობა. სხვა ჯგუფის მონაწილეებს შეეძლოთ მრავალ რამეზე ზემოქმედება, საყურებელი ფილმების არჩევა, ინტერიერის ვარიანტი, კერძები მენიუდან.
როცა ექპერიმენტი დასრულდა, გაირკვა, პირველ ჯგუფში ადამიანები გრძნობდნენ თავს ნაკლებად ბედნიერებად, ზოგიერთს დეპრესიის ნიშნებიც გამოუვლინდა. ჯანმრთელობის მდგომარებაც უფრო ცუდი იყო, ვიდრე მეორე ჯგუფის პენსიონერების.
ცხადია, რომ საკუთარ სიცოცხლეზე გავლენა ადამიანებს ძალას მატებდა.
“თვითონ ხარ დამნაშავე” თუ დახმარება გესაჭიროება?
უმწეობა – მისი ბრალი არ არის, ვინც მას განიცდის. მაგრამ ეს პრობლემაა, რომელთანაც ღირს მუშაობა, რომ გავაუმჯობესოთ ცხოვრება. უბედურება იმაშია სწორედ, რომ რწმენა იმისა, რომ ვერაფერს შეცვლის უკეთესობისკენ, აჩერებს ადამიანს საჭირო ნაბიჯების გადადგმიდან – დახმარებისთვის მეგობარს ან სპეციალისტისთვის რომ მიმართოს. ამ საკითხში გაუთვითცნობიერებამ შეიძლება მავანს ვიქტიბლემინგისკენ უბიძგოს.
მაგალითად, ეს ეხევა საშინაო ძალადობის ისტორიებს. ბევრ შემთხვევებში აბიუზერი (მოძალადე) მოქმედებს არაპროგნოზირებულად, ავტორიტარულად და ყველა პრობლემებში მსხვერპლს ადანაშაულებს. ცდილობს რა (მსხვერპლი) თავი დააღწიოს მათ, “კარგად” იქცევა, მაგრამ პასუხად მაინც აგრესიას იღებს. აბიუზერის ასეთი საქციელი იწვევს იმას, რომ მსხვერპლს ხელები ეშვება.
იმისათვის, რომ გამოვიდეს ამ სიტუაციიდან, მან უნდა გაუმკლავდეს ნასწავლ უმწეობას, გადალახოს ის, მაგრამ ეს რესურსებს მოითხოვს. აქ კი არ შეიძლება “თვითონ იყოს დამნაშავე”. ასეთ შემთხვევებში მნიშვნელობანია დახმარება და თანადგომა მეგობრებისა და ნათესავების , მათი, ვისაც შეუძლია ხელი გაუწოდოს მსხვერპლს და პირველი ნაბიჯის გაკეთებაში დაეხმაროს.
სარკეში ჩახედვა
ნასწავლი უმწეობა გარკვეულ წილად შეიძლება გამოუვლინდეს ბევრ ჩვენთაგანს. როგორც აღნიშნავს გელშტატ-თერაპევტი ანასტასია გურნევა, გაცილებით ადვილია დაინახო ის სხვაში, ვიდრე საკუთარ თავში.
როგორ შეიძლება გამოვლინდეს ის პრაქტიკაში? ანასტასია გურნევა გამოყოფს რამდენიმე დონეს:
1 მოქმედება. ძნელია პირველი ნაბიჯის გაკეთება. იდეის მოფიქრება უფრო მარტივია, ვიდრე მისი რეალიზაციის დაწყება. ძალიან ძნელია აღუდგე აგრესიას, ამიტომ ხანდახან უფრო ადგილია დარჩე არაკომფორტულ, მაგრამ ნაჩვევ პირობებში, ვიდრე დააპირო თავის დაცვა და რამის შეცვლა.
2 გრძნობები და მოტივაცია. როცა საჭიროა გამოვავლინოთ სიმტკიცე და საკუთარი თავის დაცვა, ადამიანი ირინდება. მისთვის იმის გარკვევაც ძნელია რა უნდა და რა – არა. ნაბიჯი ახლისაკენ და უცნობისაკენ მას აშინებს და “ყინავს”.
3 აზრები. გამონათქვამი “ცუდი მშივდობა სჯობს კეთილ ომს”, “დღევანდელი კვერცხი სჯოს ხვალინდელ ქათამს ” ირეკლავენ ცხოვრებისეულ ფილოსიფიას. საკუთარ და სხვისი ინტერესებს შორის რომ დგება არჩევანი, ადამიანი უთმობს სხვას.
4 თვითშეფასება. საკუთარი აზრი არ აღიქმება როგორც მნიშვნელოვანი და საჯაროობის ღირსი. თუ გაასაჯაროვა ან ინიციატივა გამოიჩინა, ადამიანი ნანობს და საკუთარ თავს არამკითხედ თვლის. ბევრი რამის მიღწევასაც, ის საკუთარი თავის დამსახურებას არ მიაწერს.
ნაბიჯები განკურნების გზაზე
ამ მდგომარეობაზე მუშაობა ფსიქოლოგთან ერთად სჯობს. მისი მხარდაჭერის დახმარებით, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხიმგებლობისკენ მოძრაობა. ამ გზაზე ბევრი საინტერესო ეტაპია, წერს ანასტასია გურნევა, არიტომ საჭიროა ვისწავლოთ:
გავათვითცნობიეროთ საკუთარი მოქმედება და შედეგი, რომელიც მიიღწევა.
ძალისხმევა და არ შეშინება მასზე შეფასების მიღების.
“გემოზე გასინჯვა” პასუხისმგებლობის
საწყისი ტრავმის შემუშავება – ზოგიერთ შემთხვევაში ეს აუცილებელია. ამიტომ სპეციალისტთან სესიებზე არსებულ რესურსებზე და საკუთარი თავის მიმართ თანაგრძნობაზე დაყრდნობით, ადამიანი თავიდან გადის ცხოვრების ამ ეპიზოდებს, და აღადგენს დაცვით და გარემოებებზე ზეგავლენის თვისებებს.
ასე რომ დამოკიდებულია ჩვენზე საკუთარი სოცოცხლე? კიც და არაც. როგორც თქვა გერმანელმა ღვთისმეტყველმა კარლ ფრიდრიხ ეტინგერმა მის ცნობილ ლოცვაში: “უფალო, მომეც სიმშვიდე მივიღო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. მომეცი თავგანწირვა შევცვალო ის, რისი შეცვლაც ძალიძს. და სიბრძნე გავარჩიო ერთი მეორესაგან”.
გადავლახავთ რა ნასწავლი უმწეობის სინდრომს, ჩვენ ვიძენთ შეუპოვრობას ვიმოქმდოთ იქ, სადაც ნამდვილად შეგვიძლია სიცოცხლე უკეთესობისკენ შევცვალოთ.
ანასტასია გურნევა – გელშტატ-თერაპევტი
თარგმნა: © IBEL ACADEMY