ტესტი „ბედის ბორბალი“

  • არ ხართ კმაყოფილი ცხოვრებით?
  • თქვენი „ბედის ბორბალი“ მაინცადამაინც ლაღად ვერ ბრუნავს, სადღაც იჭედება და ფერხდება და გეშინიათ მისი მოცურების ან უფსკრულისკენ გაქანების?
  • რა არის ამის მიზეზი?

მოცემული ტესტი თვალნათლივ დაგანახებთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ ხარვეზებს, რომელიც დასამუშავებელი და გამოსასწორებელია.

ნახ.1.

წრეზე არსებული სეგმენტები ცხოვრების სხვადასხვა სფეროს მოიცავენ:
I _ სიყვარული და ინტიმური ურთიერთობა;
II _ მშობლები, ოჯახი, ნათესავები მეგობრები, მათთან ურთი- ერთობები;
III _ კარიერა და პროფესია, თვითრეალიზაცია სოციუმში;
IV _ ფინანსები და მატერიალური ქონება, საცხოვრებელის პირობები;
V _ დასვენება და ჰობი;
VI _ ჯანმრთელობა და სილამაზე;
VII _ პიროვნული და სულიერი ზრდა.

 

თანმიმდევრობობას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ყველა სფერო ერთნაირად მნიშვნელოვანი და აუცილებელია. მოიფიქრეთ და აღწერეთ რა იქნებოდა ცხოვრების თითოეულ სფეროში თქვენთვის ყველაზე საუკეთესო კონკრეტული სიტუაცია, რა არის თქვენი მიზანი შერჩეულ სეგმენტში, რის მიღწევას მიიჩნევდით 100%-იან წარმატებად? 2-3 წინადადებით აღწერეთ ეს მდგომარეობა _ რომელიც იქნება 10 ქულის, ანუ სრული წარმატებისა და კმაყოფილების ტოლფასი. ახლა შესაბამის სეგმენტში მონიშნეთ, თუ რამდენ ქულაზე იმყოფებით დღესდღეობით, რა ნიშანს დაუწერდით 10 ბალიანი სისტემით ამ სეგმენტში არსებულ თქვენს რეალურ სიტუაციას? მაგ.: 1. ვთქვათ, ადამიანს სურს, ჰქონდეს სამოთახიანი ბინა თბილისში. ეს მისი იდეალური სიტუაცია და საოცნებო მიზანია, მაგრამ მოცემულ მომენტში არ გააჩნია საცხოვრებელი ფართი და შეკედლებულია ნათესავებს. ტესტის მიხედვით, რამდენ ქულას მიანიჭებდით მის დღევანდელ მდგომარეობას? ცხადია, ძალიან მცირეს და ეს მაჩვენებელი 0-დან 1 ნიშნულამდე იქნებოდა. მაგ.: 2. ვთქვათ, ადამიანს უნდა, გახდეს ბანკის მმართველი. ამაზე ოცნებობს, მაგრამ დღეს ის ბანკის რიგითი თანამშრომელია, კერძოდ, მოლარე-ოპერატორი. თუ ბანკის მმართველობაზე მეოცნებე ადამიანი საერთოდ დაუსაქმებელია, ამ შემთხვევაში წრეზე მისი ნიშნულია 0, მაგრამ თუ მუშაობს, ე. ი. მას კარიერული ნაბიჯები უკვე გადადგმული აქვს მიზნის მისაღწევად, ამ შემთხვევაში 1 ან 2 ქულა მიენიჭება. თუ ადამიანი ბანკის რომელიმე განყოფილების უფროსია, მაშინ მისი დღევანდელი მდგომარეობა კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე იქნება და 4 ან 5 ქულა მიენიჭება. ანალოგიურად შეაფასეთ თქვენს ცხოვრებაში არსებული მდგომარეობა თითოეულ სეგმენტში (გამოიყენეთ ნახაზი 1). განსაზღვრეთ თქვენი 100%-იანი შედეგი, რაზეც ოცნებობთ და, ასევე, თუ რამდენ ქულაზე იმყოფებით კონკრეტული მოცემულობით. შესაბამისად, გააფერადეთ ყველა სეგმენტი, როგორც მაგალითშია მოცემული:

 

ნახ. 2.

შეაფასეთ, რა ფიგურა მიიღეთ გაფერადების შედეგად. როცა ჩვენი დღევანდელი მოცემულობა არ შეესაბამება ჩვენსავე სურვილებსა და მიზნებს, „ბორბლის“ ანუ წრის ნაცვლად, აშკარად უსწორმასწორო ფიგურას ვიღებთ. შეუძლებელია ასეთი ბორბალი იოლად „მიგორავდეს“… სწორედ ამიტომაც ვერ მოძრაობს ის თავისუფლად და ლაღად, ამიტომ ფერხდებით და „იჭედებით“ ცხოვრებისეულ გზაზე. დააკვირდით თქვენს „ბედის ბორბალს“. იმ სფეროებში, სადაც ყველაზე ნაკლები ქულა მიიღეთ, წრეში შესაბამისი სეგმენტი ყველაზე ნაკლებადაა გაფერადებული. სწორედ ეს სფეროები მოითხოვს თქვენგან ყველაზე მეტ ძალისხმევას, ყურადღებასა და მიზანმიმართულ ქმედებას მათ გამოსასწორებლად და გასაუმჯობესებლად. ხშირად ადამიანი უკმაყოფილოა თავისი ცხოვრების რომელიმე ასპექტით, მიუხედავად ამისა, თავის ძალებს უმეტესად, სწორედ იმ სფეროს ახარჯავს, სადაც ყველაფერი შედარებით კარგად გამოსდის. შესაბამისად, მისი ენერგია, აზროვნება და ძალისხმევა მაქსიმალურად მიმართულია ამ კონკრეტული სფეროს განვითარებისკენ. ყურადღებას და წარმატებას მოკლებული დანარჩენი სფეროები კი ისევ უცვლელად, დაბალ დონეზე რჩებიან.

მაგალი1

თად, როცა კარიერაში წარმატებული ადამიანი კვლავ აგრძელებს ამ მიმართულებით წინსვლას, შესაძლოა მისი პირადი სივრცე _ ოჯახი და სიყვარულის სეგმენტი _ სრულიად დათრგუნული იყოს. შესაბამისად, მას ექნება კარიერაში წარმატება, მაგრამ სრული ბედნიერებისა და ცხოვრებით კმაყოფილების შეგრძნება, სამწუხაროდ, არა… ტესტის თვალნათლივ გვაჩვენებს, თუ ცხოვრების რომელი სფეროსკენ უნდა მივმართოთ ჩვენი ენერგია და ძალისხმევა. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ წარუმატებელი სფეროს წინ წამოწევა და წარმატების მიღწევა გარკვეული ბიძგის გარეშე ძნელია. ამას რიგი ფაქტორი განაპირობებს. გაიხსენეთ, ალბათ, დაგისახავთ მიზანი, გიცდიათ მისი მიღწევა და გარკვეულ დონემდეც განგიხორციელებიათ, მაგრამ შემდეგ, რიგი დაბრკოლების შედეგად ფარ-ხმალი დაგიყრიათ. რატომ ხდება ასე? მიზეზი სწორედ ამ წარუმატებელ სფეროში ჩადებული ქვეცნობიერი ხარვეზია, რომლის აღმოფხვრა კვალიფიციური დახმარების გარეშე ნაკლებად შესაძლებელია. გამოსავალი რა არის? ამ ხარვეზზე თანმიმდევრული მუშაობა კვალიფიცირებული სპეციალისტის დახმარებით, რის შედეგად ის (ქვეცნობიერი ხარვეზი) ნეიტრალდება და ქრება. საერთოდ, როდესაც გცილდება შინაგანი მუხრუჭები, გარეგანი დაბრკოლებებიც თავისთავად იკარგება. სწორედ ამ შინაგანი დაბრკოლებების გადასალახად შეიქმნა ჩვენი პროგრამა „ტრანსფორმაციის 100 დღე“ და მისი საწყისი ეტაპიც, რომელსაც ეს წიგნი გაგაცნობთ. დააკვირდით, თქვენს „ბედის ბორბალს“. მიაქციეთ ყურადღება, კონკრეტულად რომელი სფერო უნდა გაიუმჯობესოთ! მაშ ასე! ვიწყებთ კონკრეტულ მუშაობას! მზად ხართ?!

Your cart is currently empty.